სისხლიანი დაპირისპირება დიდი დიღმის სასაფლაოზე - მთავარი არხის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა, სადაც სავარაუდოდ 2 პირი დაჭრეს, ე.წ. კანონიერი ქურდის გიორგი ბურდულის, იგივე გიორგი დიდუბსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ თავშეყრას უკავშირდება.
ამ დროისთვის ცნობილია, მხოლოდ ის, რომ დიდი დიღმის სასაფლაოზე ოთხჯერ გაისროლეს. ერთერთი ვერსიით, თავშეყრაზე მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და იქ მყოფთაგან ორი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გიორგი დიდუბსკი 2014 წელს ნეაპოლში მოკლეს. თავის საცხოვრებელ ბინაში, კომპიუტერთან მჯდომ ბურდულს სნაიპერმა ფანჯრიდან ესროლა. ტყვია მას თავში მოხვდა. თბილისელი გიორგი ბურდული, საქართველოს სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2013 წლის ივნისში საბერძნეთში ,,მოინათლა." მისი მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდებ
მასალის გამოყენების პირობები