აშშ-ში მამაკაცმა თავისი ცოლი და ორი შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი აღნიშნული ტრაგიკული მოვლენის შესახებ საზოგადოებას FACEBOOK-ით ამცნო. მისი თქმით, ამ ქმედების ჩადენა აიძულა ცოლის ღალატმა. ოჯახის დახოცვის შემდეგ 41 წლის კაილ მილიკენმა პისტოლეთით თვითონაც თავი მოიკლა. ამ ფაქტის შესახებ წერს MIRROR-ი.
ოჯახის წევრთა ცხედრები პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა. კენტუკის შტატის პოლიციის განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან სხვა, მეორე პირის კავშირი არ იკვეთება. დეტექტივების თქმით, ოჯახის ოთხივე წევრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
„ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია. თუ ქალი ბედნიერი არაა, მას ვერც კი გააბედნიერებ, მაგრამ როდესაც ადამიანზე ზრუნავ წლების განმავლობაში, თუმცა ის მაინც გღალატობს, რა უნდა მოიმოქმედო ამ დროს? ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის, რომ იმაზე უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ ვიდრე მე მქონდა მათ ასაკში“- განაცხადა კაილ მილიკენმა
მასალის გამოყენების პირობები






