ვაქცინა უნდა იყოს უფასო და ნებაყოფლობითი, მზად ვარ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გავიკეთო - გიორგი ფხაკაძე
COVID-19 - 20:32, 28 Dec, 2020     1420

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

მისი თქმით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70-8-% არ აიცრება, ვაქცინაცია არ იმუშავებს.

"პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიკი. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და არც ერთი წამალი არ დაამტკიცა.

ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში, მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში და ალბათ ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. ეს არ არის მთლიანად დამტკიცებული ვაქცინები. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც დავიღალე პირბადით სიარულით. ან ჩვენ ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ 5 წელი, ან არის მეორე საშუალება, ეს არის ვაქცინაცია. ერთადერთი ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 70-80% იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს.

ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, იმას უკვე ვაქცინაცია არ უნდა, იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5-6 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძემ განაცხადა, რომ ვაქცინას გაიკეთებს, მას შემდეგ, რაც ის მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.

"მე გავიკეთებ ვაქცინას, მაშინ, როცა იქნება ამის საშუალება და რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ ლაივში, ამის პირობას გაძლევთ, თუ გნებავთ, პირდაპირ თქვენს ეთერში ჩართოთ.

ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მე ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს და მეორე, მე უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და მესამე, უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის ეფექტური. ეს სამი კომპონენტი თუ იქნება, გიორგი ფხაკაძე ვაქცინას გაიკეთებს,“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე "რუსთავი 2" -ის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42