არსებობს ვარაუდი, რომ თუ ადამიანი დაინფიცირდება ახალი შტამით, PCR ტესტებმა ვერ გამოავლინოს - გიორგი ღოღობერიძე
COVID-19 - 19:36, 28 Dec, 2020     1733

რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით, გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის ახალი შტამის საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ კვლევა მიმდინარეობს. მისი თქმით, ახალი შტამი ადამიანიდან ადამიანზე უფრო სწრაფად ვრცელდება.

ღოღობერიძის განმარტებით, არსებობს ვარაუდი, რომ თუ ადამიანი დაინფიცირდება ამ ახალი შტამით, PCR ტესტირებებმა, რომელიც COVID-19-ის გავმოვლენის მიზნით ტარდება, შესაძლოა, ახალი შტამი ვერ გამოავლინოს მარტივად.

"ეს შტამი, რომელიც ახლა არის გავრცელებული უკვე დიდ ბრიტანეთში და ასევე სხვა ქვეყნებშიც დიდი ბრიტანეთიდან სხვაგან და ასევე ახალი შტამია კიდევ სამხრეთ აფრიკულიც, ეს შტამები ახლანდელი შტამები არ არის, ისინი ჯერ კიდევ 21 სექტემბრიდან არის ფორმირებული, მაგრამ მაშინ შეადგენდა უმცირესობას და ახლა წარმოადგენს უმრავლესობას, ანუ დღეს უკვე დიდ ბრიტანეთში არსებული შტამების 80%-ზე მეტს შეადგენს სწორედ ეს ახალი ვარიანტი, b117 ვარიანტი.

ეს შტამი ხასიათდება წინა შტამისგან განსხვავებით სამი რაღაცით, რას მას გამოარჩევს. პირველი ეს არის, რომ უფრო ძლიერად უკავშირდება ხოლმე ჩვენი უჯრედების რეცეპტორებს და ამიტომ უფრო კარგად შედის მასში და ამიტომ, უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. მეორე მომენტი, ეს არის, რომ მართალია ეს შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, მარგამ ჯერჯერობით, არ არსებობს განგაშის საფუძველი, რომ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე წინა ვარიანტები იწვევდა. შევისწავლეთ ეს მუტაციები, რაც ამ ვირუსში არის. აღმოჩნდა, რომ იყო 23 მუტაცია, ამ მუტაციების ნაწილი ვირუსისთვის მავნე აღმოჩნდა, ეს სასარგებლოა ჩვენთვის, ნაწილი მუტაციების აღმოჩნდა ისეთი, რომ ამან დაგვაფიქრა, შეიძლება თუ არა ამან იქონიოს მძიმე ზეგავლენა?...

ამ ახალი შტამის შემთხვევაში, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება თუ ადამიანი დაინფიცირდება ამ ახალი შტამით, PCR ტესტირებებმა, რაც ახლა ტარდება, შეიძლება ვერ გამოავლინოს მარტივად. ქვეყანას შეიძლება დასჭირდეს ახალი ტიპის პრაიმერების შემოტანა, ვიდრე ახალი ტესტების დამკვიდრება. ჯანმო აცხადებს, რომ შეიძლება იყოს ამის თეორიული რისკი, რომ არსებულმა პრაიმერებმა, რაც გამოიყენება PCR ტესტირების დროს, აჩვენოს რომ ის დაავადებული არ არის, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება იყოს დაავადებული,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე "რუსთავი 2"-ის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42