მკლევარებმა აღმოაჩინეს მგალობელი ჩიტის ძალზე იშვიათი და ანომალიური შემთხვევა- იგი ტანის ერთი მხრით მამალი ფრინველია, ხოლო მეორეთი კი დედალი.
მეცნიერები აღნიშნულ მოვლენას აღწერენ როგორც უნიკალურსა და უპრეცედენტოს. კარნეგის ეროვნული ისტორიის მუზეუმში მსგავსი შემთხვევა ბოლო 15 წლის განმვლობაში მხოლოდ მე-5-ეა იმ 800 000 ფრინველიდან, რომელიც შეუსწავლია კვლევით ცენტრს აქამდე.
თავიდან მეცნიერებმა აღნიშნული ფრინველი, ვარდისფერ მკერდიან კულუმბურების ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნეს. მამალ კულუმბურს აქვს ვარდისფერი შეფერილობის ფრთები ხოლო დედალს კი ყვითელ-ყავისფერი.
მეცნიერების თქმით, ზემოხსენებული უცნაურ ჩიტს თანაბრად გააჩნდა სხეულის ისეთი შეფერილობა, როგორც ზუსტად აქვს დედალსაც და მამალსაც. ექსპერტების აზრით, ადგილი აქვს გინანდრომორფიზმის სახელით ცნობილ გენეტიკურ ვარიაციას, როდესაც ცოცხალ არსებაში მამრისა და მდედრის გარეგნული სახე ვლინდება. ამ დრომდე უცნობია, თუ რა ნეგატიური გავლენა გააჩნია გინანდრომფიზმს ფრინველის სიცოცხლეზე და შესაძლებელია თუ არა ორსქესიანმა ჩიტმა მოახდინოს განაყოფიერება.

მასალის გამოყენების პირობები






