გერმანიაში, ბავარიის რაიონში კოვიდ 19-ის იმუნიზაციის პროცესი შეჩერდა იმის გამო, რომ Pfizer-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი რეგლამენტი დაირღვა.
ვაქცინა უნდა ინახებოდეს მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურის პირობებში, რათა აღნიშულმა პრეპარატმა შეინარჩუნოს ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ცილები. იგი გამოყენებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს -70 გრადუსამდე ტემპერატურის ფარგლებში.
ბავარიაში ადგილობრივი ხელისუფლების სამედიცინო ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ, რაც დასაშვებ ზღვარზე დაბალი ტემპერატურა დააფიქსირეს იმ სატრანსპორტო ყინულის კონტეინერებში, რომლითაც გადმოჰქონდათ კოვიდ 19-ის ვაქცინა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ თუ არ არსებობს იმის შანსი, რომ Pfizer-ის ვაქცინა თავის შესაძლებლობათა 100 %-ს არ უზრუნველყოფს ინოკულაციის პროცესში, ანტიკორონავირუსული პრეპარატის ზემოხსენებული პარტიის გამოყენებაზე სამედიცინო უწყებები უარს იტყვიან.
საერთო ჯამში გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინის 150 000 დოზა იქნა გაგზავნილი. წლის ბოლომდე კი საერთო ჯამში 1.3 მილიონი დოზა გაიგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები






