ბლოგის სათაურს, ჩემს მეგობარს, რობერტო სუსმანს, უნდა ვუმადლოდე. რობერტო მექსიკაში ცხოვრობს. მისი პიროვნება ასტროფიზიკოსისა და თამბაქოს ზიანის შემცირების თავგამოდებული ქტივისტის უჩვეულო ნაზავს წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ, მან თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ ლონდონში გამართულ კონფერენციაზე (Tobacco Harm Reduction – the Right to Health) წარმოთქვა სიტყვა.
რობერტომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებში ადამიანები მიდრეკილნი არიან ენდონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაჟღერებულ მესიჯებს. 19-ე საუკუნიდან მოყოლებული, ჯანდაცვის ორგანოები წარმატებით ახორციელებდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისადმი მიმართულ ღონისძიებებს: ინფექციური დაავადებების შემცირება, ვაქცინაცია, წყლის ხარისხის გაუმჯობესება, პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის ხაზგასმა და სხვა მრავალი სამედიცინო თუ საგანმანათლებლო ღონისძიება, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოჰყვა. არაგადამდები დაავაბების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს. პრაქტიკულად არ დარჩა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სიგარეტი მისი ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაა. შესაბამისად, როდესაც სამედიცინო ავტორიტეტები ავრცელებენ მესიჯებს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ახალი თაობის ნიკოტინის პროდუქტები (SNP - ნიკოტინშემცველი შედარებით უსაფრთხო პროდუქტები) არსებობენ, მათი შეხედულება გათვალისწინებულია.
თუმცა, რობერტოს განცხადებით, მაგალითად ლათინურ ამერიკაში, საზოგადოება ნაკლებად ენდობა ჯანდაცვის ორგანოებს, რადგანაც ადამიანები ვერ ხედავენ საკმარის პროგრესს ჯანდაცვის სფეროში. აფრიკის რეგიონში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო რადიკალურია. მაგალითად აფრიკაში განხორციელდა თავდასხმები მედიკოსებზე, რომლებიც ებოლას ვირუსის გავრცელების რისკის მქონე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა აცრას ცდილობდნენ. სამხრეთ აფრიკაში პრეზიდენტ თაბო მბეკის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფოს მტრული განწყობა ჰქონდა მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტების წინააღმდეგ, რომ HIV ვირუსი იწვევდა AIDS სინდრომს იმ დონემდე, რომ სახელმწიფო ზღუდავდა დაავადებულთა წვდომას ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებზე.
საკითხთა უდიდეს უმრავლესობაზე ეს ორგანიზაციები მართლები არიან, მაგრამ რა ხდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ისინი ნებით თუ უნებლიედ ცდებიან?
ამის მაგალითად შეიძლება ახალი თაობის ნიკოტინშემცველ პროდუქტებთან მიმართებით (SNP) დამოკიდებულება იყოს განხილული. ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ელექტროსიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და სხვა ტიპის პროდუქტები. არსებობს მრავალი მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს პროდუქტები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. ეს კი იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სიგარეტის მავნებლობის მთავარი მიზეზი არის მის კვამლში ტოქსიკური ნივთიერებების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა, აღნიშნული პროდუქტები კი მას არ გამოყოფენ.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (Public Health Britain) მიერ საკუთარ Youtube გვერდზე გამოქვეყნებულ ექსპერიმენტში ასახულია, თუ რა ეფექტი აქვს ფილტვებზე ხანგრძლივი დროის პერიოდში ჩვეულებრივი სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოხმარებას.
ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ელექტროსიგარეტის ზემოქმედება ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.
თავად ნიკოტინი, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი მიზეზი არაა. ამ დაავადებების უპირველესი წყაროა კუპრი და სხვა ტოქსინები, რაც სიგარეტის კვამლშია.
ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები ხშირად ამ პროდუქტებთან მიმართებით გაურკვევლობის თესვას ამჯობინებენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საინფორმაციო ბიულეტენი SNP-ს შესახებ, რომელიც შეიცავს დამაბნეველი სახის ინფორმაციას ამ პროდუქტების შესახებ. ამ პროდუქტებს ორგანიზაცია ნიკოტინის ელექტრონული მიწოდების სისტემებს (ENDS) უწოდებს.
“ახალგაზრდები, რომლებიც იყენებენ ENDS-ს ასევე დიდი ალბათობით გამოიყენებენ ჩვეულებრივ სიგარეტებს, სიგარებსა თუ ჩილიმს.“- წერია დოკუმენტში.
არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ელექტროსიგარეტის მომხმარებლები შემდგომ ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებაზე გადადიან.
“ENDS ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ფილტვების მუშაობის დარღვევების რისკებს. ორსულთათვის ENDS ატარებს მნიშვნელოვან რისკებს, რადგანაც შესაძლებელია მავნე ზეგავლენა იქონიოს ნაყოფზე.”- წერია დოკუმენტში.
SNP-ს იმ მომხმარებლების შემთხვევებში, რომელთაც დაავადებები გამოუვლინდათ, არაა მხედველობაში მიღებული ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ჩვეულებრივი სიგარეტის მომხმარებლები იყვნენ და მხოლოდ შემდეგ გადავიდნენ ამ პროდუქტებზე. შესაბამისად, მათი ავადობის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ სიგარეტის მოხმარებაა.
„ნიკოტინს შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი და დამაზიანებელი ეფექტი.“- წერია დოკუმენტში.
თუმცა, ისინი, ვინც თამბაქოს ზემოქმედების ზიანის შემცირებას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ რომ დღემდე არ არსებობს სიგარეტის პროდუქტების ალტერნატივების გრძელვადიანი ზემოქმედების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია - რაც მართალია. თუმცა, ამჟამად ვიცით საკმარისი იმისათვის, რათა განვაცხადოთ, ამ ალტერნატიული პროდუქტების შედარებით უვნებლობაზე, მოწევის უარეს ზემოქმედებასთან მიმართებაში.
“2019 წლის 17 სექტემბერს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაიწყო სასწრაფო გამოძიება ENDS-ის გამოყენების, ფილტვების დაზიანებასა და სიკვდილიანობას შორის კავშირის გამოსავლენად. 2019 წლის 10 დეკემბრისათვის, აშშ-მ განაცხადა 2409-ზე მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევისა და 52 დადასტურებული გარდაცვალების ფაქტის შესახებ."
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოეხსენება, რომ ეს ინციდენტები დაკავშირებულ იქნა კანაფის პროდუქტების ვეიპინგთან და არა ინდუსტრიის სტანდარტიზებულ ელექტრონულ სითხესთან. შესაბამისად, ისინი ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას არ უკავშირდება.
“თამბაქოს იმ მომხმარებელთათავის, რომელთაც მოწევის შეწყვეტა სურთ, არსებობს დადასტურებული, უვნებელი და ლიცენზირებული პროდუქცია, როგორიცაა ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიები (მაგ: პლასტირი და საღეჭი რეზინი), ისევე როგორც quit lines მომსახურება, მობილური შეტყობინებების სისტემა და თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის სპეციალიზებული კურსები."
თუკი ეს მიდგომები ეფექტურია, რატომ არ აღიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ მსოფლიოში ჯერ ისევ მოწევის ეპიდემიაა და რომ ბევრ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული მომსახურებები?
სტატიის ორიგინალი იხილეთ ბმულზე.
https://www.youtube.com/watch?v=RisBe5sLGPc&feature=emb_title&ab_channel=PublicHealthEngland
მასალის გამოყენების პირობები