FDA-მ კომერციალიზაციის ავტორიზაცია “ფილიპ მორისის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილ IQOS 3-საც მიანიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:47, 21 Dec, 2020     898

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობას, IQOS 3-ს ავტორიზაცია მიანიჭა. FDA-ს განცხადებით, აღნიშნული პროდუქტი შეესაბამება ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს.

სავაჭრო ავტორიზაციის გაცემა PMTA (Premarket Tobacco Product Applications) დოკუმენტზე დაყრდნობით ხდება, რომელიც პროდუქტზე ჩატარებულ კლინიკურ და სამეცნიერო შედეგებს ეფუძნება. ავტორიზაციის მისაღებად აუცილებელია, პროდუქტი აკმაყოფილებდეს საზოგადოების ჯანდაცვის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში FDA ისეთ ფაქტორებსაც ითვალისწინებს, როგორებიც არის: პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შედეგად მწეველი და არამწეველი მოსახლეობისთვის შექმნილი რისკები და ბენეფიტები, მწეველთა მხრიდან შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტზე არსებული მოთხოვნა, არამწეველთა მიერ აღნიშნული პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების დაწყება და სხვა.

FDA განცხადებაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მონაცემების თანახმად, IQOS-ის ბაზარზე გამოჩენის შედეგად არ მომხდარა არასრულწლოვანთა შორის თამბაქოს ალტერნატიული თუ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების ზრდა.

“ჩვენ სრულად ვემხრობით FDA-ს პოლიტიკას, არასრულწლოვნებსა და არამწეველთა შორის თამბაქოს მოხმარების ინიცირების პრევენციის შესახებ”, - განაცხადა PMI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე კალანცოპოლოსმა.

ადმინისტრაციის მიერ გაცემული ვაჭრობის ავტორიზაციით PMI-ს ორი პროდუქტი: IQOS 2.4 და IQOS 3 სარგებლობს.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალს” აშშ-ს ბაზარზე IQOS 2.4-ის გაყიდვის უფლება 2019 წლის აპრილში მიენიჭა. 2020 წლის 7 ივლისს კი FDA-იმ ქვეყანაში ამ პროდუქტის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის (MRTP) მარკეტინგის უფლება გასცა. ეს კი ნიშნავს, რომ FDA-მ აღიარა IQOS 2.4, როგორც შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი.

აღნიშნული სტატუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ის თამბაქოს იმ მომხმარებლებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას, მეცნიერულად დადასტურებული არჩევანის სახით ნაკლები ზიანის შემცველ ალტერნატივას სთავაზობს. ამავე სტატუსის მისაღებად “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” FDA-ისთვის სპეციალური განაცხადით მიმართვას გეგმავს.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის, IQOS-ის მეშვეობით სიგარეტის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 11.7-მა მილიონმა ადამიანმა ჩაანაცვლა. თავად IQOS-ი კი არსებული მდგომარეობით, გლობალურად 61 ბაზარზე არის წარმოდგენილი. მათ შორის არის საქართველოც, რომელიც PMI-ის “უკვამლო მომავლის” პროექტში 2020 წლის ივლისში ჩაერთო

კომპანიის განცხადებით, მათ სიგარეტის ალტერნატიული უკვამლო პროდუქტების განვითარებაში მთლიანობაში $7.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42