ახალი კვლევის თანახმად, თამბაქოს ყოველი 100 მომხმარებლიდან, მხოლოდ 9 იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:43, 21 Dec, 2020     817

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ბრიტანულმა ორგანიზაციამ KAC-იმ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც მსოფლიოში თამბაქოს ზიანის შემცირების

საკითხს შეეხება.

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკა წარმოადგენს პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერს მწეველების მიერ სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლებას, ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტროსიგარეტები. ეს პროდუქტები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ მოიხმარონ ნიკოტინი, თუმცა არ მიიღონ იმ დოზით სხვა თანმდევნი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა.

KAC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალურად, თამბაქოს ყოველი 100 მომხმარებლიდან მხოლოდ 9 იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს. ანგარიშის თანახმად, იმისთვის, რათა სიგარეტის მოხმარებასთან ასოცირებული ავადობები შემცირდეს მნიშვნელოვანია უფრო მეტმა მომხმარებელმა ჩაანაცვლოს სიგარეტი მისი ახალი თაობის ალტერნატივებით.

● “დაახლოებით 98 მილიონი ადამიანი იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს.;

● ამ 98 მილიონი ადამიანიდან 68 მილიონი ელექტროსიგარეტის მომხმარებელია. ქვეყნები, სადაც ამ პროდუქტების მოხმარება ყველაზე მეტად არის გავრცელებული არის აშშ;დიდი ბრიტანეთი; საფრანგეთი; იაპონია; გერმანია, ჩინეთი, რუსეთი და მექსიკა;

● 20 მილიონი ადამიანი არის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მომხმარებელი, მათი ყველაზე დიდი ნაწილი იაპონიაში ცხოვრობს, სადაც 2016 წლის შემდგომ ჩვეულებრივი სიგარეტის გაყიდვები 32%-ით არის შემცირებული;

● 10 მილიონი ადამიანი კი არამოსაწევ ან სნუს პროდუქტებს იყენებს.”

“მსოფლიოში 1.1 მილიარდი ადამიანი ეწევა, ეს რიცხვი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის უცვლელია, ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყნების მთავრობებმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამბაქოს კონტროლის ზომების დანერგვაზე მილიარდობით დოლარი დახარჯეს. გლობალურად, სიგარეტის მომხმარებელთა 80% ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

სიგარეტის მოხმარება ავადობისა და სიკვდილიანობის კვლავ ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება. WHO-ს შეფასებით, ის ყოველწლიურად 8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

შესაბამისად ნათელია, რომ აუცილებელია დაუყოვნებელი გადაწყვეტილების პოვნა. განსაკუთრებით კი საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში, სადაც ხშირად თამბაქოს კონტროლის ზომები ცუდად ან ნაწილობრივ არის დანერგილი,”- ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

KAC-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მომხმარებლებს აქვთ თავისუფალი არჩევანი გადასულიყვნენ უკვამლო ალტერნატივებზე, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა. ასეთი ტენდენციაა იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ისლანდიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სიგარეტის მომხმარებელთა კლების ზრდა შეიმჩნევა. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ეს მაგალითები ცხადყოფენ, რომ უფრო მეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ უნდა განიხილოს თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, როგორც ეფექტური შესაძლებლობა იმისთვის, რათა სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული ავადობები შემცირდეს. ამის საპირისპიროდ კი არაერთ ქვეყანაში განსხვავებული მიდგომა მოქმედებს. მაგალითად, სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში ელექტროსიგარეტის გაყიდვები სრულად აკრძალულია, მათზე მრავალჯერ უფრო საზიანო პროდუქტი - ჩვეულებრივი სიგარეტი კი თავისუფალ გაყიდვაშია.

ორგანიზაცია Global State of Tobacco Harm Reduction-მა შეაფასა მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა. მათი ანალიზის შედეგად გაირკვა:

KAC-ის გენერალური დირექტორის, ჰარი სტიმსონის თქმით, 2021 წელს ევროკომისია თამბაქოს პროდუქტების შესახებ ევროდირექტივის გადახედვისთვის პოლიტიკის დოკუმენტს გამოაქვეყნებს, რომელშიც შეფასებული იქნება უკვამლო პროდუქტების წვლილი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში. სტიმსონის შეფასებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნომ უნდა გაითვალისწინოს ის მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლებიც თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას ცხადყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42