დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით მთავრობას აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთანაც, თუმცა უშუალოდ ვაქცინის მომწოდებლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
"ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, ვისგან შემოვა ვაქცინა. "კოვაქსზე" როგორც გვაქვს ინფორმაცია, სადაც ჩვენ ფული გვაქვს გადახდილი, იქნება დაახლოებით 5-6 ვაქცინა, რომელსაც მისცემს დასტურს გამოყენებაზე "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", შესაბამისად, ჩვენ იმ პირობით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ 5-დან შეგვეძლება არჩევა.
მეორე გზა გახლავთ ბილეტარარული მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც მიიღეს Pizer/Moderna-ს ვაქცინა, მალე დაეწევა მათ "ასტრაზენეკას" ვაქცინაც და ევროკავშირის ქვეყნებიდან რომ გარკვეული რაოდენობა "კოვაქსამდე" იქნას მიღებული. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩინეთთანაც, რომელსაც 2 ვაქცინა აქვს წარდგენილი დასტურისთვის და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ, არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






