ნიძლავში ჩემს სახლს ჩამოვდივარ - დოქტორი ფაუჩი COVID-19-ის კოლექტიური იმუნიტეტის მაღალ ზღვარს ასახელებს
COVID-19 - 23:14, 26 Dec, 2020     4979

მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის, რომ კორონავირუსის დამარცხებისა და მსოფლიოში ნორმალური ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის საჭიროა ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში მიღწეულ იქნას ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, რის შემდეგადაც ვირუსის გადაცემა შეწყდება და დაავადება გაქრება.

კოლექტიური იმუნიტეტი — ტერმინი ეპიდემიოლოგიაში, რომელიც აღწერს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას. კოლექტიური იმუნიტეტის ეფექტი მიიღწევა, როდესაც პოპულაციის დიდი პროცენტული ნაწილი შეიძენს იმუნიტეტს ინფექციის მიმართ, შესაბამისად, აღარ წარმოადგენს ინფექციის გადამტანს მის მიმართ უგრძონობადობის გამო, და ამგვარად, წარმოადგენს დაუცველი, ამგვარი იმუნიტეტის არ მქონე ინდივიდების ინფექციისგან დაცვის მექანიზმს. იმუნიტეტი შეიძლება მიღწეულ იქნას პოპულაციის დიდი ნაწილის მიერ დაავადების მოხდის ანდა ანტივირუსული ვაქცინის მიღების შედეგად.

პანდემიის დასაწყისში ბევრი ეპიდემიოლოგის მიერ კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრად მოსახლეობის 65-70% სახელდებოდა და ამ რიცხვს დღესაც ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

თუმცა, ამის თაობაზე სიმართლეს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ჩვენ ამ ზღვარს მივაღწევთ და ვნახავთ, მართლაც შეწყდება თუ არა გადაცემა.

The New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აფასებს დოქტორი ენტონი ფაუჩის მოსაზრებებს, რომელიც კოლექტიური იმუნიტეტის გაცილებით მაღალ ზღვარზე საუბრობს. ეპიდემიის კუთხით იყო აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მრჩველი და ამავე თანამდებობაზე იქნება ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის დროსაც

პანდემიის პირველ დღეებში ფაუჩი ეთანხმებოდა 60-70%-იან ზღვარს, ერთი თვის წინ იგი 70-75%-ზე საუბრობდა, თუმცა, ამ კვირაში CNBC News-სთან ინტერვიუში ერთგან ახსენა ციფრები "75, 80, 85%", ხოლო მეორეგან "75-80 და მეტი პროცენტი".

მეორე დღეს სატელეფონო ინტერვიუში ფაუჩიმ აღიარა, რომ შეგნებულად სწევს ამ ზღვარს, რათა აშშ და მსოფლიო შეეგუოს იმას, რასაც ის ფიქრობს სინამდვილეში. მისი სიტყვებით, ეს რთული მოსასმენია, თუმცა, მისი აზრით, კოლექტიური იმუნიტეტი და ვირუსის დამარცხება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც დაინფიცირების/ვაქცინაციის ზღვარი 90%-ს მიაღწევს. სხვათა შორის, ანალოგიური ზღვარი არსებობს წითელას ეპიდემიის აფეთქების დროსაც.

The New York Times შეეცადა გაერკვია რანდენად ეთანხმებიან მას სხვა ეპიდემიოლოგები - მათი პასუხი იყო - "ფაუჩი შესაძლოა მართალიც იყოს". მათ განაცხადეს, რომ საწყისი რიცხვები 60-70% მართლაც ძალიან დაბალია და თანდათან ვირუსი უფროდაუფრო გადამდები ხდება, რაც ტავისთავად, კოლექტიური იმუნიტეტის ზღვარს მაღლა წევს. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად ისეთ ხალხმრავალ ქალაქში, როგორიც ნიუ-იორკია, იმუნიტეტის ზღვარი გაცილებით მაღალია, ვიდრე ვთქვათ მონტანაში.

"ამერიკულ საზოგადოებაში გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვისაც ვაქცინის შედეგიანობის სჯერა, შესაბამისად, საჭიროა დასახელდეს უფრო მაღალი ზღვარი კოლექტიური იმუნიტეტისთვის და მე ვირჩევ 85%-ს"," - აცახდებს ფაუჩი.

მისი თქმით, ეს მსოფლიოს შეაშფოთებს, მაგრამ რადგან ვაქცინის მიღების მსურველთა რიცხვი იზრდება, იმუნიტეტის ეს ზღვარი მარტივად მისაღწევი გახდება.

"COVID-19 ისეთი გადამდები დაავდება არ არის, როგორც წითელა. ნიძლავში ჩემს სახლს ჩამოვდივარ" - აცახდებს ფაუჩი.

შეგახსენებთ, რომ წითელა მსოფლიოში ყველზე გადამდებ დაავადებად ითვლება. ის საათობით ჩერდება ჰაერში და გადაცემა არ წყდება, სანამ ლოკალური არეალის მოსახლეობის 90-95% არ გადაიტანს მას.

თუმცა, არსებობენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრის მიღწევას აუცილებლობად არ თვლიან.

”შეიძლება ფაუჩი მართალია, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ნულოვანი გადაცემის მიღწევა. ჩვენ უამრავი დაავადება გვაქვს, მაგალითად, გრიპი, რომლებიც მუდმივად გადამდებია და ამის გამო საზოგადოებას არ ვხურავთ. თუ ჩვენ შეგვიძლია ვაქცინაცია ჩავუტაროთ თითქმის ყველას, ვისაც მძიმე შედეგების საშიშროება ემუქრება, ეს უფრო მსუბუქი დაავადება გახდება,” - აცხადებს ამერიკელი ეპიდემიოლოგი, პროფესორი მარკ ლფშიცი.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42