თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:21, 25 Dec, 2020     1751

თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი, 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტული შემოდინებების პროგნოზი მცირედით გაუარესდა, თუმცა ნარჩუნდება მოლოდინი, რომ ვირუსის შეკავების შემდეგ, საქართველოში სექტორი სწრაფად აღდგება. სხვადასხვა პროგნოზით, გლობალურად საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა 2023-2024 წლებშია ნავარაუდევი. ამასთან, საქართველოს ტურიზმის სწრაფად აღდგენას შემდეგი წინაპირობები აქვს: მოკლე დისტანციებიდან და ავტომობილებით შემოსვლის მაღალი წილი, ბიზნეს მოგზაურობის დაბალი წილი და რუსეთის სანქციების მიუხედავად, პანდემიამდე არსებული ზრდის მაღალი ტემპი.

ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სავარაუდოდ, 6%-ს გადააჭარბებს, წლის ბოლოს კი 4-5%-ის ფარგლებში იქნება.

ფისკალური სტიმული 2021 წელსაც მნიშვნელოვანი დარჩება, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა იგი მართვად დონეზე ნარჩუნდება.

კვლევის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში დასაქმების მაჩვენებელი სტაბილური იყო, ნოემბრის წინასწარი მონაცემებით კი, მოწყვლად სექტორებში გაუარესება შეინიშნება. ნოემბერში გაუარესდა დასაქმება უძრავი ქონებისა და HORECA სექტორებში. ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა შორის კლება შეინიშნება დაბალანაზღაურებად სეგმენტში. ამ მხრივ პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, HORECA-სა და უძრავი ქონების სექტორებში რჩება. რაოდენობრივად კი, ყველაზე მეტად კვლავ ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

შეზღუდვების პირველ ტალღასთან შედარებით მოსახლეობის ხარჯვაში შედარებით ნაკლები ვარდნა შეინიშნება. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვების ფონზე, მკვეთრად შემცირდა ხარჯვა არასასურსათო კატეგორიებზე, სურსათსა და ფარმაციაზე დანახარჯები კი მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად ამისა, არასასურსათო კატეგორიებში ხარჯვა გაზაფხულის ლოქდაუნთან შედარებით ნაკლებადაა შემცირებული. მზარდია ელექტრონული კომერციის წილი.

მიმოხილვის თანახმად, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებით მესამედია. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში პოზიტიურია. გაყიდვების მიხედვით, ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალ ბინებში საშუალო და დაბალი სეგმენტის ბინების წილი გაიზარდა, პრემიუმ ბინების წილი კი შემცირდა. გაიზარდა 100კვ.მ-ზე ნაკლები ფართის ბინების გაყიდვა.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42