სკანდალი: როგორ დაიკარგა არაყი "Absolut"-ის ყუთში მოთავსებული 1 მლნ. დოლარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან
მსოფლიო - 22:20, 24 Dec, 2020     2649

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური შენობიდან 1 მილიონი დოლარი მოიპარეს. ქურდობა გასული წლის მიწურულს მოხდა, თუმცა, დანაშაულის დეტალები მედიისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

“Рен-ТВ”-ის ინფორმაციით, ეს თანხა იყო ნაწილი ირანის მიერ საკონსულო მომსახურეობისათვის რუსეთის საგარეო უწყებისათვის გადახდილი თანხისა, რაც ჯამში მილიონნახევარ დოლარს შეადგენდა.

ფული მოსკოვში დიპლომატიური ფოსტით ჩაიტანეს, ხოლო საგარეო უწყების შენობაში ის არაყი "Absolut"-ის ორ ყუთში იყო მოთავსებული, რომელთაც ქარალდის პაკეტი ჰქონდა შემოხვეული და რუსეთის სახელმწიფო გერბით იყო დაბეჭდილი.

ორივე ყუთი 2019 წლის 29 ნოემბერს საგარეო უწყების სავალუტო-საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია აგალცოვას კაბინეტშ შეიტანეს.

თანხის დაკარგვა 16-19 დეკემბრის პერიოდში მოხდა. სარევიზიო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დანაკლისი 1 066 638 დოლარს შეადგენდა. აგალცოვა დააკავეს და დაკითხეს. მან ჩვენებაში აღნიშნა, რომ ქურდობის ფაქტი მაშინ აღმოაჩინა, როდესაც დაუკითხავად გახსნა არყის ყუთი.

მისი თქმით, ერთერთ ყუთში კუპიურები მხოლოდ ყუთის ზედაპირზე ეწყო, ხოლო დანარჩენი ყალბი ერთდოლარიანი კუპიურებით იყო სავსე.

პანიკაში ჩავარდნილმა აგალცოვამ გადაწყვიტა დანაკლისი თავად აენაზღაურებინა - ნაწილი მან სალაროდან აიღო, ხოლო 200 ათასი დოლარი და 3 მილიონი რუბლი საბანკო კრედიტი აეღო. ბანკმა მას კრედიტზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობა სცადა.

აგალცოვა 2020 წლის აგვისტოს შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, ახლა კი შინაპატიმრობაშია.

დაკავებულია ასევე აგალცოვას საყვარელი, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

დაკარგული თანხა ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42