20 ათასი ლარის მოგებამდე, წინა დღით, გიორგიმ პაპუაშვილმა ახალციხის რაიონის სოფელი ,,წნისის’’ სასურსათო მაღაზიაში შეძენილ მომენატალურ ლატარიებში 10 ლარი მოიგო. მოგების განაღდება არ უფიქრია, მეორე დღეს ისევ მომენტალური ლატარიები შეიძინა, მათ შორის ,,ჯოკერიც’’. გადაფხიკა და მომეტალურად 20 000 ლარით გამდიდრდა.
,,ძალიან ხშირად ვთამაშობ ლატარიას, მომენატალურ ლატარიებსაც ვყიდულობ, ,,ლოტო 6/42’’-ის და ,,ოქროს ბურთის’’ ყოველი გათამაშების ბილეთსაც. სამასი ლარიც კი მოვიგე ერთხელ, მაგრამ 20 000 ლარის მოგება სულ სხვაა, ღმერთმა ყველას შეაგრძნობინოს ეს სიხარული’’ - ამბობს გიორგი პაპუაშვილი ჩვენთან საუბრისას.
გიორგი პაპუაშვილი ქალიშვილთან, სიძესთან და ორ შვილიშვილთან ერთად სოფელი ,,წნისის’’ მკვიდრია. სოფელში მას როგორც უაღრესად პატიოსან და კეთილ ადამიანად იცნობენ. მოგებული თანხის ნაწილიც საქველმოქმედო ფონდს უნდა შესწიროს ,,რადგან ღმერთმა ლატარიის სახით ამხელა თანხა მაჩუქა, მეც მინდა ჩემის მხრივ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო, ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ყოფა’’.
მას მოგებული თანხა ,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ უკვე ჩაურიცხა, ბატონმა გიორგიმ საახალწლოდ ოჯახის წევრები უკვე გაახარა, დარჩენილ მოგებას კი როგორ დახარჯავს, ჯერ არ გადაუწყვეტია.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს გიორგი პაპუაშვილს მოგებას და კიდევ ბევრ გამართლებას უსურვებს.
კომპანია მომხარებელს სთავაზობს 6 მომენტალურ ლატარიას: ფარაონს, შვიდიანს, სამ შანს, ჯოკერს, 7-11-21-ს და ხელფასს. თამაშდება მაქსიმალური მოგებები 50 000 და 20 000 ლარი, ასევე 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლით.
მომენტალური ლატარიები იყიდება ,,მაგნიტის’’, ,,სპარის’’, ,,ავერსის’’ და ,,გალფის’’ ქსელში, ასევე ,,საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია მთელი დიდ სავაჭრო მოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
მასალის გამოყენების პირობები