უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 972 ახალი შემთხვევიდან 920 დედაქალაქზე მოდის.
სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკასა და ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:
"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 194 705-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო - ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 734, აჭარაში-647, იმერეთში-1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში-523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-180, აჭარაში - 129, ხოლო იმერეთში-13.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168" - -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






