ბრაზილიელი ნატალია გარიბოტოს შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ოფიციალურმა ინსტაგრამმა ამჯერად OnlyFans-ის ვარსკვლავის, მარგო ფოქსად ცნობილი მოდელის ფოტო დაალაიქა. ამის ამსახველი „სქრინშოტები“ ტვიტერის მომხმარებელმა გაავრცელა, მოდელმა კი არასასურველი ყურადღებისგან თავის ასარიდებლად საკუთარი ანგარიში დახურულ რეჟიმზე გადაიყვანა. შესაბამისად, კონტენტის ნახვის შესაძლებლობა ახლა მხოლოდ მის გამომწერებს აქვთ. რადგან პაპ ფრანცისკეს ინსტაგრამზე არცერთი ანგარიში არ აქვს გამოწერილი, ვეღარც იგი მოახერხებს მოდელის პროფილის მონახულებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფოქსმა პროფილი "დახურა", ტვიტერზე მან დაადასტურა, რომ ფოტო, რომელიც ფრანცისკეს ანგარიშით მოიწონეს, ნამდვილად მას ეკუთვნის.
როგორც, მოგეხსენებათ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რომის პაპის ოფიციალური ინსტაგრამანგარიშით მოწონებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გასულ თვეში ფრანცისკეს სახელით სოციალურ ქსელში ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტო მოიწონეს. მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანმა მაშინ ამბის გამოძიება დაიწყო, გარიბოტომ კმაყოფილმა განაცხადა, "სხვა თუ არაფერი, სამოთხეში მაინც მოვხვდებიო".

მასალის გამოყენების პირობები






