კორონავირუსთან ბრძოლის კიდევ ერთი , ახალი ბერკეტი - ქართველი ექიმები მთელი მსოფლიოდან საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად ერთიანდებიან.
გაერთიანების მთავარი მიზანი ექიმების თქმით, სამედიცინო სექტორში პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება და ხელისუფლებისთვის ქმედითი,საჭირო და დროული რეკომენდაციების შეთავაზებაა.
ასოციაციის წევრებმა დღეს ონლაინ პრეზენტაცია გამართეს და უახლოეს დღეებში საქართველოს მთვრობას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც გაუგზავნიან.
"ერთ-ერთი პრობლემა დღეს არსებული ვითარებისა, არის ის, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია და გაიდლაინები მიიღება შედარებით ვიწრო წრეში და არ ხდება ფართო ჩართულობა როგორც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების, ასევე, ჩვენი, ვინც საქართველოში ვიმყოფებით და ვმოღვაწეობთ ამ სფეროში", - ამბობს ექიმი გიორგი კაკაბაძე.
ექიმებიშეფასებით, დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები გუნდი "ნაჭუჭში ჩაიკეტა".
"თითქოს, გარკვეული კედელია, ნაჭუჭში ჩაიკეტა ის გუნდი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებები სულ უფრო და უფრო ხდება შეცდომების შემცველი და ამას ვიმკით ისე, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც და დაურეგულირებელი სიტუაცია, ხელიდან გაშვებული ეპიდემია, როცა ყველაზე დაბალი რაოდენობიდან გავედით ჩემპიონობამდე, სამწუხარო", - ამბობს ინფექციონისტი, "ნეოლაბის" დირექტორი, გიორგი კამკამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






