ვაზიანიდან 35 წლის ჯარისკაცი გაუჩინარდა - "ეჭვებს მიჩენს, ტელეფონი ბალიშის ქვეშ რატომ იყო?!"
შემთხვევა - 13:03, 23 Dec, 2020     1760
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 35 წლის ჯარისკაცი გაუჩინარდა. შეაიარარებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. სამხედრო ბოლოს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნახეს. მან სამხედრო ნაწილი 21 დეკემბერს დილით დატოვა.

ოჯახის თქმით, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ისე დატოვა, რომ პირადი ნივთებიც კი არ წაუღია.

გაუჩინარებულის ნათესავებისთვის უცნობია, რა მოხდა რეალურად. მათი თქმით, გიუნაშვილი გაუფრთხილებლად, მობილური ტელეფონის გარეშე არსად წავიდოდა.

ჯარისკაცის ძმას დღეს სამხედრო ნაწილში აჩვენეს სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს რომ გიუნაშვილი სამხედრო ბაზას სამი დღის წინ, 09:20 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ტოვებს.
"დარეკეს რომ ნაწილში არ მოსულა... ვურეკავდით, გადიოდა და არავინ იღებდა. 2 დღის შემდეგ, ბალიშის ქვეშ იპოვეს"- აცხადებს დაკარგულის ძმა.

მისი თქმით, შიდა პერიმეტრის კადრების ჩვენებას ითხოვენ.

როგორც ირკვევა, გიუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მას 7 000 ლარი უნდა აეღო.

გიუნაშვილი წარმოშობით გორიდანაა. ჯარისკაცის დედას მობილური ტელეფონის ვაზიანის სამხედრო ბაზაში დატოვება ეჭვს უჩენს.

"ტელეფონს ის ჯიბიდან არ იშორებდა, და თუ ბალიშის ქვეშ იყო, რატომ არავინ გვპასუხობდა. რომ გამოვიდა ბაზიდან დამირეკა, მას მერე დაიკარგა... ეჭვი მიჩნდება, ტელეფონი ბალიშის ქვეშ რატომაა?"- აცხადებს გაუჩინარებულის დედა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42