,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში'' მოგებები გრძელდება. 30 წლის ლაშა ჭიჭაღუამ რუსთავიდან მომენტალური ლატარია ,,შვიდიანი'' სამსახურთან ახლოს მდებარე წიწამურის ,,მაგნიტში'' შეიძინა. მოგება არც უფიქრია, უბარლოდ ხურდის აღებას ლატარიის ბილეთის შეძენა ამჯობინა. გადაფხიკა და გახარების ნაცვლად გაუკვირდა, როდესაც გადაფხეკის შემდეგ აღმოაჩინა რომ 20 000 ლარი მოიგო.
,,ლატარიას ძალიან იშვიათად ვთამაშობ, არასდროს მჯეროდა რომ ადამიანები რეალურად იგებდნენ ლატარიაში, ეხლა კი ვიცი რომ ეს ყველაფერი მართალია და ძალიან გახარებული ვარ'' - ამბობს ლაშა ჭიჭაღუა.
ლაშას მოგებული თანხა უკვე გადაეცა, ამ ფულით ის საახალწლოდ მანქანას შეიძენს და ოჯახს ახალი მანქაით დასასვენებლად წაიყვანს.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია'' ულოცავს ლაშა ჭიჭაღუას მოგებას და კიდევ ბევრ წამრმატებას უსურვებს.
კომპანია მომხარებელს სთავაზობს 6 მომენტალურ ლატარიას: ფარაონს, შვიდიანს, სამ შანს, ჯოკერს, 7-11-21-ს და ხელფასს. თამაშდება მაქსიმალური მოგებები 50 000 და 20 000 ლარი, ასევე 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლით.
მომენტალური ლატარიები იყიდება ,,მაგნიტის’’, ,,სპარის’’, ,,ავერსის’’ და ,,გალფის’’ ქსელში, ასევე ,,საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია მთელი დიდ სავაჭრო მოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
მასალის გამოყენების პირობები