კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, ექსპერტები ამბობენ, რომ რემდესევირის გამოყენება სამკურნლოდ მხოლოდ ცერცვაძის ახირებაა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ რემდესევრის გამოყენების საკითხზე, თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით სიტყვა ახირება არ უნდა ვიხმაროთ, რადგან ის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი კლინიცისტია საქართველოში.
"პიროვნულ დავაში არ შემოგვყებით, მე პაუსხს ვცემ ყველა ჯანდაცვის ექსპერტს, რომელიც თავის თავს უწოდებს ექსპერტს, ან აღიარებულია ექსპერტად სამედიცინო საზოგადოების მიერ, ამავე დროს, ბატონი თენგიზ ცერცვაძე გახლავთ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობლი და გამოცდილი კლინიცისტი ქვეყანაში, და სიტყვებს ახირება, გადახირება და ა.შ ძალიან გთხოვთ ნუ ხმარობთ, იმიტომ, რომ ის არის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმი ქვეყანაში, რომელსაც ჭკუას ეკითხება ძალიან ბევრი ადამიანი და თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდნენ ის ხალხი, რომელიც დღეს აკრიტიკებს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ანტივირუსული პრეპარატის, როემლიც ან გაიდლაინის, კლინიკური ჯგუფის ან ექსპერტების მიერ შეიძლება გამოყენებული იყოს ამ თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მასალის გამოყენების პირობები






