კომპანია "ამბოლმა", საავტომობილო პროდუქტების განახლებული კონცეფციის მაღაზია გახსნა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ავტო მფლობელებს „ამბოლი“ განახლებულ ბრენდინგს, სრულიად განსხვავებულ, კომფორტულ გარემოს და სერვისს დაახვედრებს. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი ახალი კონცეფციის მაღაზიაში, განსაკუთრებული შეთავზების პირობებით შეიძინონ.
„გვსურს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ავტომანქანის ქონა და მისი მოვლა გავხადოთ იოლი და სასიამოვნო პროცესი. ჩვენი მაღაზიის ახალი კონცეფციის იდეა სწორედ ესაა - მანქანისთვის შოფინგი გახდეს ისეთივე სასიამოვნო და სახალისო, როგორიცაა პირადი შოფინგი თითოეული ადამიანისთვის. სწორედ ამ მიზნით შევქმენით სრულიად ახალი დიზაინის, ლამაზი და ესთეტიური გარემო, სადაც თითოეული მომხმარებელი იგრძნობს, რომ ის და მისი ავტომობილი ჩვენთვის განსაკუთრებული სტუმარია, რომელიც საუკეთესო სერვისს, კომფორტს და განსაკუთრებულ შეთავაზებებს იმსახურებს“, - ამბობენ ამბოლში.
კომპანია აანონსებს, რომ ამბოლის მოქმედი მაღაზიები თბილისსა და რეგიონებში, უკვე მომავალი წლიდან, ეტაპობრივად განახლდება ახალი კონცეფციისა და ბრენდინგის შესაბამისად. შედეგად, ნებისმიერი მომხმარებელი, თბილისსა თუ რეგიონულ ქალაქებში, ერთი სტანდარტის მომსახურებას მიიღებს.
დღეისათვის „ამბოლი“ საქართველოში სიდიდით მეორე კომპანიაა ავტონაწილებისა და საავტომობილო სერვისების სფეროში. მისი ქსელი მოიცავს 11 ფილიალს - თბილისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.
ახალი კონცეფციის მაღაზია ქსნის ქუჩაზე რიგით მე-11 მაღაზიაა ამბოლისთვის. მისი შექმნა და გახსნა საკმაოდ რთულ პანდემიურ ვითარებაში განხორციელდა. კომპანიაში ამბობენ, რომ პანდემიის გამო არ გადადეს დაგეგმილი პროექტი და, პირიქით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა მის განხორციელებაზე, ვინაიდან ამით მომხმარებლებს მეტი საშუალება მიეცემათ, მიიღონ კომფორტული მომსახურება რიგების გარეშე, და რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
„ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამბოლის ერთგული მომხმარებლების სურვილია, უფრო მეტ ლოკაციაზე შეძლონ ამბოლის სერვისებით სარგებლობა. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ამბოლი უკვე დღეიდან განახლებული კონცეფციის მაღაზიით ავტო მფლობელებს საჭირო სერვისებს, სასურველ ლოკაციაზეც შესთავაზებს. რაც მთავარია, იმოქმედებს 25% ფასდაკლება და სპეციალური შეთავაზება მომდევნო ვიზიტზე,“ - აცხადებენ კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები