მოსახლეობისთვის იმის დასარწმუნებლად, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინა სიცოცხლისთვის საშიში არაა, ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ანტივირუსული პრეპარატი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
დემოკრატთა ლიდერმა Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო თავის სახლთან ახლომდებარე საავადმყოფოში, დელავერის შტატში. აგრეთვე იგივე პროცედურა გაიარა ორშაბათს ბაიდენის ცოლმაც. ამავე კვირას დაიწყო აგრეთვე კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინით, moderna-თი ვაქცინაციის ცენტრების მომარაგება.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა კოვიდ-19-ის ვაქცინის უსაფრთხოებაზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია იმსახურებს შექევას ვაქცინის განაწილების სწრაფად დაწყების გამო.
„ამას მე დემონსტრაციულად ვაკეთებ იმისათვის, რათა ხალხი იყოს მზად ვაქცინის მისაღებას. სანერვიულო არაფერია“ - განაცხადა ბაიდენმა .
მასალის გამოყენების პირობები






