”უძველესი მონასტრის კედლების დათვალიერებისას, მათში საგულდაგულოდ დამალული ნიშა აღმოვაჩინეთ. მასში აღმოჩნდა ყუთი, რომელშიც ექვსი სანტიმეტრის სიგრძის ჭედილი ლურსმნის ნაწილი იყო. საუბარია ერთ-ერთ ლურსმანზე, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს", - განაცხადა არქეოლოგების ჯგუფის წარმომადგენელმა, ირჟი შინდელარჟმა.
ექსპერტმა დასძინა, რომ ძღვენის ყუთი ძვირფასი ჯიშის ხისგან, არა უგვიანეს მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრისა დამზადდა. გარდა ამისა, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროს ფირფიტა, რომელზეც ლათინური ასოებით IR იყო ამოტვიფრული, რაც Iexus Rex-ს - "მეფე იესოს" ნიშნავს.
”მილევსკოს მონასტერში გაკეთებული აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით. კათოლიკური ეკლესიის იერარქები მაშინვე დაინტერესდნენ მისით. მისი კულტურული და ისტორიული ღირებულების გადაფასება შეუძლებელია“, - განაცხადა შინდელარჯმა.
უახლოეს მომავალში მეცნიერები აღმოჩენილი სიწმინდეების ლაბორატორიულ კვლევებს გააგრძელებენ.
-------------------
ქრისტეს სამსჭვალი - ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე იყო გაკრული ჯვარზე. მართლმადიდებელ ქრისტიანებს სწათ, რომ იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული იყო ოთხი ასეთი სამსჭვალი. კათოლიკური სამყარო თვლის რომ სამსჭვალი იყო სამი. თუმცა, სხვადასხვა დროს ქრისტეს სამსჭვლების რაოდენობა იცვლებოდა. ზოგის აზრით ის განპირობებული იყო იმით რომ ჯვარზე ლურსმნები არა მარტო ქრისტეს საწამებლად, არამედ უშუალოდ ჯვრის კონსტრუქციული ნაწილისთვისაც გამოიყენებოდა (ორი ძელის ერთმანეთთან დასაკავშირებლად; ფეხის დასადები დაფის და წარწერიანი დაფის დასამაგრებლად). დღესდღეობით ლურსმნები, რომლებიც თავისი ისტორიით უკავშირდებიან ქრისტეს ჯვარცმას — რამდენიმე ათეულია.




მასალის გამოყენების პირობები






