თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი იმდენად შეცვლილი არ არის, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს.
მისი თქმით, საქართველოში არ დაფიქსირებულა სერიოზული მუტაციები.
"დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსს აი ეს ყველაზე საშინელი თვისება აქვს, მუტაციის შედეგად მიღებულ შტამს, რომ ის იწვევდეს მეტ სიკვდილობას და უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადებისას - ასეთი დაფიქსირებული არ არის და ეს უკვე ძალიან კარგია. ის არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს. ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც და თუ ეს ასეა, ის კოვიდპაციენტები, ვინც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც დაიცავს ამ ახალი შტამისგან.
მე რამდენადაც ვიცი ლუგარის ცენტრში დროდადრო ასეთი კვლევები ტარდება, მაგრამ საქართველოში არ დაფიქსირებულა მთლად ასეთი სერიოზული მუტაციები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






