ფილადელფიელი მამაკაცი, რომელმაც ციხეში უდანაშაულოდ 19 წელი ქალის გაუპატიურებისთვის პოლიციელთა ცრუ ჩვენების ბრალდების გამო გაატარა, უდანაშაულოდ ცნეს და საპატიმროდან გაათავისუფლეს.
ტერმეინ ჯოზეფ ჰიქსის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელებმა მოიგონეს ისტორია იმის შესახებ თუ როგორ ესროდა ფერადკანიანი მამაკაცი მათ, რომელსაც შემდგომში დაუდეს კიდეც პისტოლეტი და ისე შეცვალეს არსებული რეალობა, რომ თითქოს იარაღი მას ეკუთვნოდა. სინამდვილეში კი აღნიშნული ცეცხლსასროლი საშუალება ერთ-ერთი პოლიციელს ეკუთვნოდა.
2001 წელის 27 ნოემბერს ჰიკსი, რომელიც ახლა 45 წლისაა, ფილადეფლიის წმინდა აგნესას სახელობის საავადმყოფოსთან იმყოფებოდა, როდესაც ქალის კივილის ხმა შემოესმა. იგი DUNKIN DONUTS-ის დილის ცვლაზე სამსახურში მიდიოდა, როდესაც თავს დაესხა მამაკაცი- მან პისტოლეტის მუქარით ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე შეათრია და გააუპატიურა. მიმდინარე აქტს შეესწრო ჰიქსი, რომელიც ქალის დასახმარებლად ქუჩის შესახვევში შევიდა. მოძალადემ როდესაც დააფიქსირა, რომ მისი მსხვერპლის გადასარჩენად ფურგონანთებული ფარებით ვიღაც მოდიდა, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სწორედ იმ დროს კი, როდესაც ჰიქსი ძალადობის მსხვერპლ ქალს წამოდგომაში ეხმარებოდა, შემთხვევის ადგილზე გამოჩნდნენ პოლიციელები, დენის ზუნგოლო და მარვინ ვინსონი- მათ იფიქრეს, რომ სწორედ ჰიქსი იყო თავდამსხმელი და იარაღიდან გაისროლეს მისი მიმართულებით. სამართალდამცავებმა პოლიციაში განაცხადეს, რომ ისინი თავს იცავდნენ, რადგან „ბოროტომოქმედი“ შეიარაღებული იყო.
16 წლის მამაკაცს, რომელმაც ქალი გაუპატიურებისგან გადაარჩინა, სექსუალური ძალადობის, იარაღის უკანონო ქონისა და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ვერ ამოიცნო თავდამსხმელი, მოსამართლის განაჩენი მაინც ძალაში დარჩა.
მიმდინარე კვირაში, ჰიქსის საქმის განხილვის შემდეგ, ფილადელფიის საოლქო პროკურატურაში მჯავრდებულთა განყოფილებაში დაასკვნეს, რომ მის წინააღმდეგ დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობდა, რის გამოც იგი უდანაშაულოდ სცნეს. დადასტურდა აგრეთვე პოლიციელების მიერ გაცემული ცრუ ჩვენება, რომლის თანახმადაც ჰიქს მოუხდა 19 წლის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნა.
მასალის გამოყენების პირობები






