"მაქვს ონკოლოგიური დაავადება, 70 წელს ვარ გადაცილებული, სერიოზული შეშფოთებით შევხვდით ამ ვირუსს..." - ცერცვაძე
COVID-19 - 15:25, 21 Dec, 2020     1379
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რემდესივირის შესახებ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ პრეპარატის გადასხმიდან 2 დღეში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"ორმაგი რისკის ჯგუფს ვეკუთვნი - ერთი ფაქტორია ის, რომ 70 წელს ვარ გადაცილებული და მეორე ის, რომ მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ონკოლოგიური დაავადება და მისით გამოწვეული სერიოზული იმუნოდეფიციტი. ეს დაავადება ითვლება ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად კორონავირუსის დროს. ამიტომ, ყველა, მათ შორის მეც, საკმაოდ სერიოზული შეშფოთებით შევხვდით ამ ვირუსს....

თავიდან, ვირუსის მიმდინარეობა მძიმედ დაიწყო. იყო ყელის ტკივილი, ცხელება, სერიოზული ინტოქსიკაცია. გაუარესება დაიწყო მე-3 დღიდან და 5 დღის განმავლობაში, მდგომარეობა უარესდებოდა. რაც მთავარია, უარესდებოდა იმუნური სისტემის მაჩვენებელი, რომელიც, გარკვეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ნიშნულამდე დაეცა. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, გამეკეთებინა მედიკამენტი რემდესივირი, რასაც ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ ეს მედიკამენტი არ იყო საქართველოში და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. მედიკამენტის გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ტემპერატურამ დაიწია, ინტოქსიკაცია მოიხსნა და რაც ყველაზე მთავარია, სისხლის მაჩვენებლებმა დაიწყო გაუმჯობესება და ერთ კვირაში მიაღწია იმ დონეს, რაც იყო დაავადებამდე. არ ვიცი, რემდესივირმა მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ ორგანიზმისა და ვირუსის თავისებურებით იყო განპირობებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42