მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების ფონზე, 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსის მქონე 6 სამხედრო იპოვეს. ამის შესახებ ე.წ მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. სამძებრო ოპერაციაში ყარაბაღის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სამსახური, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები და რუსი მშვიდობისმყოფელები იყვნენ ჩართულნი.
სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. „სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი 6 სამხედრო ახალწვეული, რომლებიც სიცოცხლისათვის 70 დღის განმავლობაში იბრძოდნენ“- აღნიშნა არუთუნიანმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს, რომლის განკარგულების თანახმად, ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები უგზო-უკვლოდ დაკარგულების და აგრეთვე დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში დასაბრუნებლად.
მასალის გამოყენების პირობები






