კანადა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც შეაჩერა ავიამიმოსვლა ბრიტანეთთან, რისი მიზეზიც კი კოვიდ-19-ის ახალი შტამია, რომელზეც მეცნიერები აცხადებენ, რომ ძალზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
კორონავირუსის ახალი, მუტაცია განვლილი შტამის მასობრივად გავრცელების გამო ქვეყანაში ვირუსის მეოთხე დონის შეზღუდვები დაწესდა, რომელიც ყველა ინგლისელს სადღესასწაულო პერიოდში თავისუფალ გადაადგილებას შეუზღუდავს. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკის თქმით, სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. გასული დღის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების მხრივ მორიგი რეკორდი დაფიქსირდა- 24 საათში 35 929 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით.
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში კოვიდ 19-ის ახალი საშიში შტამი გავრცელდა, რიგი ქვეყნები აუქმებენ ფრენებს აღნიშნული ქვეყნის მიმართლებით. ფრენები აკრძალეს აგრეთვე არგენტინაში, ჩილესა და კოლუმბიაში.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება დაიწყო დიდი ბრიტანეთიდან, სადაც სამხრეთ რაიონში მოხდა ეპიდაფეთქება. ბორის ჯონსონი მეცნიერებსა და ეპიდემიოლოგებზე დასკვნით აცხადებს, რომ კოვიდ ვირუსის ახალი სახეობა 70 %-ით უფრო კონტაგიოზური, სწრაფად გადამდებია.
მეცნეირების თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ ახალი შტამი შესაძლოა უფრო ძლიერი და სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






