გიცდიათ როდისმე ფასიანი სერვისების შეძენა საქართველოდან App Store-ის, Ituns-ის, Google Play-ის ან Playstation-ის ონლაინ მაღაზიებში? თუ ადრე ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ახლა ამ უცხოური სერვისების მარტივად შეძენა თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზეა შესაძლებელი. ფასიანი აპლიკაციები, თამაშები თუ სხვა მრავალფეროვანი სერვისები უკვე საქართველოდანაც ხელმისაწვდომია და მათი შეძენა შესაძლებელია ყველგან, სადაც თიბისი ფეია.
iTunes/App Store თიბისი ფეიზე
თიბისი ფეის საშუალებით, Apple-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეავსონ ბალანსი და შემდეგ -
· App Store-იდან გადმოწერონ ფასიანი თამაშები და აპლიკაცები, ასევე უფასო ვერსიებში შეიძინონ დამატებითი ფასიანი სერვისები.
· Ituns-ის მრავალფეროვანი კოლექციიდან გადმოიწერონ სასურველი სიმღერები, წიგნები და ფილმები.
· შეიძინონ ICloud-ის დამატებითი სივრცე და თავისი ფოტო-ვიდეო არქივი ერთ-ერთ ყველზე სანდო და უსაფრთხო ქლაუდ-სერვერზე შეინახონ.
iTunes/App Store-ის ბალანსის შესავსებად, საჭიროა იპოვოთ თიბისი ფეის სისტემაში კატეგორია „სხვადასხვა“ , მოძებნოთ სერვისის სახელი „ეფ სთორი და აითუნსი“ და შეიძინოთ ეფლის ვირტუალური სასაჩუქრე ბარათი ე.წ. Gift Card . შესაძენად კი რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო:
- აირჩიეთ მობილურით ან ელ.ფოსტით გადახდა;
- შეიყვანეთ თქვენი მობილურის ან ელ.ფოსტის მისამართი;
- აირჩიეთ რა თანხით გსურთ ბალანსის შევსება - 5$, 20$ ან 25$;
- გადაიხადეთ არჩეული თანხის ექვივალენტი ლარში და დაელოდეთ სპეციალური კოდის მიღებას.
- შეიყვანეთ მიღებული კოდი App Store-ში Redeem Gift card or Code განყოფილებაში, რომელსაც თქვენს პროფილზე გადასვლისას იპოვით.
აღნიშნული თანხა დაირიცხება თქვენს ბალანსზე და შეძლებთ ნებისმიერი ფასიანი სერვისის შეძენას.
Google Play და Playstation Store
თიბისი ფეის სისტემაში ასევე შესაძლებელია Google Play და Playstation Store-ის ბალანსის შევსება. გუგლის Play Store აპლიკაციების ყველაზე დიდი მარკეტია მსოფლიოში, რომელშიც უფასო აპლიკაცებთან ერთად შეგიძლიათ ფასიანი აპლიკაციებით, წიგნებით, ვიდეო და აუდიო ფაილებით და გამოწერის სერვისებითაც ისარგებლოთ. ამისათვის კი, უპირველესად, ბალანსის შევსება დაგჭირდებათ, რომელსაც თიბისი ფეიზე რამდენიმე წუთში მოახერხებთ. განყოფილებაში „სხვადახვა“ იპივეთ სერვისი „გუგლ ფლეი“, შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და აირჩიეთ რომელი პაკეტის შეძენა გსურთ: 10$, 15$, 25$, 50$ ან 100$, გადაიხადეთ არჩეული თანხის ექვივალენტი ლარში და დაელოდეთ იმეილზე სპეციალური კოდის მიღებას. მის განაღდებას კი შეძლებთ Google Play-ს განყოფილებაში Redeem. კოდის შეტანის შემდეგ ბალანსი მითითებული თანხით შეივსება, რომლითაც შეძლებთ როგორც ფასიანი აპლიკაციების და თამაშების შეძენას, ასევე აპლიკაციის შიგნით შესყიდვების განხორციელებას.
თიბისი ფეის სისტემაში შეძლებთ Playstation-ის ვირტუალური სასაჩუქრე ბარათის შეძენასაც, რომელიც ყველა გეიმერს არჩევანის დიდ თავისუფლებას აძლევს - შეიძინონ თამაშები და სერვისები, ფილმები და TV შოუები, შეუერთდნენ PS Plus კლუბს, შეძინონ უკვე არსებული თამაშების ფასიანი სერვისები და სხვ.
ბალანის შესავსებად მოძებნეთ თიბისი ფეის სისტემაში კატეგორია „სხვადასხვა“ და იპოვეთ სერვისი „ფლეისთეიშენ სთორი“, აირჩიეთ მობილურით ან ელ.ფოსტით გადახდა, მიუთითეთ სასურველი პაკეტი - 10$, 20$ ან 50$ და გადაიხადეთ არჩეული პაკეტის ღირებულების ექვივალენტი ლარში. ამის შემდეგ სპეციალურ კოდს სულ რამდენიმე წუთში იმეილზე მიიღებთ. კოდის განაღდებას შეძლებთ როგორც სათამაშო კონსოლის მენიუდან, ასევე ვებ ბრაუზერიდან.
უცხოური სერვისების გარდა, თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე კიდევ 1000-მდე სხვადასხვა სერვისის გადახდაა შესაძლებელი. უნივერსალური, მარტივი და მოსახერხებელი სივრცე 1000-ზე მეტ სერვის-პროვაიდერს აერთიანებს. თიბისი ფეის საშუალებით, ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულებას კვირაში 7 დღე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი - ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია და გადაიხადეთ ყველა გადასახადი ერთ სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები