Bloomberg-ის ინფორმაციით, მასშტაბური კიბერშეტევის დროს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის სამთავრობო უწყებებსაც შეეხო, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერებმა საერთო ჯამში 200-მდე ორგანიზაცია გატეხეს. ამის შესახებ გამოცემა წერს.
კიბერუსაფრთხოების კომპანიის Recorded Future-ის მონაცემების თანახმად, კიბერშეტევის ერთ-ერთი სამიზნე პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით SolarWinds გახდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მრავალი სამთავრობო სააგენტო იყენებდა.
Recorded Future-ის თანამშრომელმა ალან ლისკმა აღნიშნა, რომ SolarWinds-ის სისტემის გამოყენებით, ჰაკერებმა სულ 198 ორგანიზაცია გატეხეს.
რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. მისი განცხადებით, რუსი ჰაკერები თავს ესხმიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტებს, არასამთავრობო ინსტიტუტებსა და კომპანიებს.
მასალის გამოყენების პირობები






