"ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო...40-ზე მაღალი ჰქონდა სიცხე...ერთი აბი მომცეს, სიცხე არ მიწევს და ვეხვეწები ექიმებს რომ მეორეც დამიმატონო" - 35 წლის გარდაცვლილის ოჯახი ჯანდაცვის სისტემას ადანაშაულებს
COVID-19 - 22:54, 18 Dec, 2020     1826

კორონავირუსით გარდაცვლილი 35 წლის გიორგი მიმინოშვილის ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მთავარ მიზეზად ექიმების გულრგილობასა და უყურადღებობას ასახელებს.

გიორგი მიმინოშვილი კოვიდსასტუმროში პირველად 11 დეკემბერს მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, ახალგაზრდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 დღის შემდეგ დამძიმდა, რის გამოც, ინფიცირებული რუხის საავადმყოფოში მოათავსეს. 8 დღიანი უშედეგო მკურანლობის შემდეგ მიმინოშვილი დღეს, 18 დეკემბრის გამთენიისას გარდაიცვალა.

"ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო", - ყვება ფორმულასთან გარდაცვლილის დედა, რომელიც შვილის გარდაცვალებას არასათანადო, დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირებს, - ვფიქრობდი, ამას რა მოერევა მეთქი".

გარდაცვლილის ოჯახის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ მკურნალმა ექიმმა დაუწყო შეუსაბამო დანიშნულებით მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს მაღალი სიცხეები და ფილტვების ანთება აღენიშნებოდა, ექიმმა ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებლად არ გადაამისამართა და მას ანტიბიოტიკები გამოუწერა.

კორონავირუსი მიმინოშვილს მხოლოდ კვარიათის კოვიდსასტუმროში მისვლის შემდეგ დაუდასტურდა. იქ მოახერხა პაციენტმა პირველად ვირუსზე შემოწმება.

"კოვიდსასტუმროში გადაღება ვერ გაუკეთეს ორი დღე", - ყვება გარდაცვლილის მეუღლე .

გარდაცვლილის მეუღლის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს კოვიდსასტუმროში არასათანადოდ მკურნალობდნენ, გადაუდებელი პროცედურების უზრუნველყოფას კი მნიშვნელოვნად აგვიანებდნენ.

"40-ზე მაღალი ჰქონდა სიცხე...ერთი აბი მომცესო და სიცხე არ მიწევსო და ვეხვეწები ექიმებს რომ მეორეც დამიმატონო". - ყვება იი.

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დროული და ადეკვატური დიაგნოზის, შემდეგ კი, სათანადო მკურნალობის პირობებში გიორგი ნონიაშვილი გადარჩებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42