სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილია" ფეისბუქის გვერდზე 96 წლის ქალის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, მას ახალგაზრდები სოციალური კამპანიის ფარგლებში დაეხმარნენ. ხანდაზმულმა, მადლობის ნიშნად, სტუმრებს მისი მოქსოვილი წინდებიც უსახსოვრა.
,,საოცარი ამბავი გვაქვს, დღეს ჩვენი სასურსათე კალათა ყველაზე ხანდაზმულ ბენეფიციართან მივიდა. ქალბატონი რამზიე 96 წლის გახდა, ის საოკუპაციო ხაზთან 150 მეტრში ცხოვრობს. რამდენიმე კვირის წინ მან კორონავირუსიც დაამარცხა! მადლობას ნიშნად, მან ჩვენს ჰელფებს თავისი მოქსოვილი წინდები უსახსოვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა,კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყო.
#GE13TB7962645063300009
#GE46BG0000000162684987
გიგა მაქარაშვილი
დანიშნულება: #ჰელფები
მასალის გამოყენების პირობები