ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. ყოველდღიურად ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობის ზრდის გამო საავადმყოფოს უმრავლესობა უკვე თითქმის გადავსებულია და ახალი პაციენტების მისაღებად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იწურება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირების თქმით, ექიმებს უწევთ გეგმიური ოპერაციების გაუქმება, რადგან სამედიცინო პერსონალის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი
გასულ კვირას 44 ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გადავსებულმა საავადმყოფოებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სთხოვეს, რომ პაციენტები სხვაგან გადაეყვანათ და იქ უმკურნალებდნენ.
ბრიტანეთში ხუთშაბათს კორონავირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა- 35 383 ადამიანი დაავადდა ვირუსით, რომელთაგან 532 დაიღუპა, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 66 052-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






