19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 16:39, 18 Dec, 2020     1401

ვერძი

მძიმე და პრობლემური დღეა. საქმეებს ძლივს გაართმევთ თავს და ფულის პრობლემებიც შეგაწუხებთ. ბედი გამოცდას გიწყობთ გამძლეობასა და მიზანსწრაფულობაზე. გაითვალისწინეთ, რომ სხვისმა მცდარმა რჩევამ ან სიტუაციის სუბიექტურად შეფასებამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს საქმიან შეხვედრაზე ან ურთიერთობაზე.

კურო

შესანიშნავი დღეა. ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით და არც ფულის პრობლემები გაქვთ. მოსალოდნელია საქმიან ადამიანთან შეხვედრა, რომელიც საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებთ. კარგად დაფიქრდით, თქვენი კარიერა გადამწყვეტ ეტაპზეა და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ყველა მიზანს მიაღწევთ. საღამო საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ. სავარაუდოდ, ბავშვებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით.

ტყუპები

კრიტიკული დღეა. ღია და პირდაპირი ტყუილი, ცრუ დაპირებები და მოლაპარაკების ჩაშლა შეიძლება თქვენი საქმიანობის შედეგებზე კატასტროფულად აისახოს. გამორიცხული არ არის ფინანსური ზარალი. თავშეკავება გმართებთ. კარგად გაერკვიეთ საკუთარ ფიქრებში, გეგმებსა და ქმედებებში, რადგან ბედის უეცარი შემობრუნებისთვის მზად იყოთ. პირადი ცხოვრება, ასევე, ითხოვს თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას. ბავშვების პრობლემის გამო, მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანთან.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც გრძელვადიან გეგმებში კორექტივების შეტანის დღე. პირად თუ საქმიან ურთიერთობებში თქვენი დამხმარე დიპლომატია იქნება. შესაშურად შრომისუნარიანი ხართ - დღის განმავლობაში უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რაც დადებითად აისახება შედეგებზე.

ლომი

გარეშეთა რჩევები, მცდარი დარიგება ან სუბიექტური შეფასება შესაძლოა, საქმიანი შეხვედრის შედეგზე ცუდად აისახოს. სავარაუდოდ, საქმეების მოგვარება გართულდება და გადაუჭრელი პრობლემები თავს იჩენს. გირჩევთ, ეს დღე პირად ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებასა და სულიერ განვითარებას დაუთმოთ.

ქალწული

შეხვედრებისა და კონტაქტების დღეა. მეგობრების მოულოდნელი ვიზიტი ძალიან გაგახარებთ. გამორიცხული არაა, დიდი ხნის წინათ ნაყიდ და მივიწყებულ ნივთს დაუბრუნდეთ. ზოგიერთ ქალწულს პოპულარობისა და ელიტარულ წვეულებებზე სიარულის სურვილი გაუჩნდება. ნუ დაივიწყებთ ცხოვრებისეული პრინციპებისა და მშობლების შესახებ. შესაძლოა, მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ზედა სასუნთქი გზების დაავადება და ნერვული სტრესი. საყვარელ ადამიანთან კინკლაობამ შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე და ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გახსოვდეთ, რომ თქვენს მომხიბვლელობას სასწაულების მოხდენა შეუძლია.

მორიელი

ეს დღე ენერგიის კონცენტრაციას განასახიერებს. არსებობს თქვენს შინაგან სამყაროში რეალური ცხოვრების შეჭრის საფრთხე. წინდახედულება გმართებთ. ნუ უამბობთ ნაცნობებს თქვენი გეგმებისა და პრობლემების შესახებ. დღის მეორე ნახევარი სახლში გაატარეთ და პატარა ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებით შეძლებთ განახორციელოთ სხვადასხვა, თუნდაც სარისკო კომერციული გარიგებები - აუცილებლად წარმატება გელით. საღამო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ. გახსოვდეთ, სიზმარში ბოსტნეულისა და ბოსტნის ნახვა სურვილების ასრულებას ნიშნავს.

თხის რქა

ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილი, რაც უნდა გამოიყენოთ. თქვენი ჯანმრთელობა, კომუნიკაბელურობა და პირადი მომხიბვლელობა მაღალ დონეზეა, რაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ნეგატიური დღეა. შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ნერვული სტრესი. თუ დაავადებამ ამ დღეს იჩინა თავი, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ გაუმკლავდეთ და ახალ წელს დასუსტებული შეხვდეთ. საყვარელ ადამიანთან უბრალო კინკლაობა შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

თევზები

ეს დღე არასტაბილურობასა და იმედგაცრუებას განასახიერებს. ამ დღის მოვლენებში გარკვევა გიჭირთ და პრობლემების გადაჭრის უამრავი გზა თავგზას გიბნევთ. შესაძლოა, ანგარიშის დროს შეცდომა დაუშვათ. ბავშვებთან ურთიერთობისას გაუგებრობა და გაუცხოება გელით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42