ბელარუსის ე.წ სახალხო ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, ევროპის ლიდერები ბელარუსის ოპოზიციას მხოლოდ სიტყვებით უჭერენ მხარს, თუმცა სინამდვილეშია რაფერს აკეთბენ ლუკაშენკოს რეჟიმის დამხობისთვის. მისი თქმით, მხოლოდ ლიეტუვა გამოხატავს მხარდაჭერას, რომელიც ღიად გამოთქვამს თავისი აღშფოთების შესახებ, რაც გამოწვეულია „დიდი მოკავშირეების“ მერყეობისა და ყოყმანის გამო. ამის შესახებ წერს რუსული მედია.
ტიხანოვსკაიას თქმით, ევროპას არ სურს ჩაერთოს ბელარუსისთვის ბრძოლაში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის გავლენის სფერო. ბელარუსის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხი ბევრს აკეთებდა იმისათვის, რათა მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო, თუმცა ამ შედეგით ისინი ახლა ძალზე იმედგაცრუებულნი არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ევროპა სოლიდარობას გვიცხადებს, ისინი რეალურად ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ“- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






