მინისტრმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ უწყება მუშაობს.
გომალაურმა თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც გომელაურის თქმით, ესებუას ეხმარებოდა.
"ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძალული ტვირთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ, ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გომელაურმა.
ესებუა, რომალმაც საქართველოს ბანკზე განახორციელა თავდასხმა, მძევლები აიყბანა და ნახავარი მილიონი ლარი წაიღო, ამ დრომდე მიმალვაშია. ყოფილი სამხედრო 4 დეკემბერს ძებნილად გამოცხადდა.
რაც შეეხება ესებუას ძმას, ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






