საქართველოში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინდა.
"სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 706 ფაქტი გამოვლინდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 91 მოქალაქე დაჯარიმდა - ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. ხოლო, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი, 615 პირი დააჯარიმეს.
"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 91 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 615 ფიზიკური პირი დაჯარიმდა", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






