თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ იცის მისი გამოჯანმრთელება რემდესივერის მიღების ეფექტი იყო თუ არა. ცერცვაძე განმარტავს, რომ თანმხლები დაავადებების გამო ის მაღალი რისკის ჯგუფში იყო და მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რემდესივერის მიღებიდან მეორე დღეს კი ტემპერატურამ დაუწია და ინტოქსიკაცია შემცირდა.
"დაიწყო ცუდად, ტემპერატურით, ძლიერი ინტოქსიკაციით. მქონდა საშუალება და ყოველდღე ვაკონტროლებდით იმუნურ სისტემას და ყოველდღე უარესდებოდა და მეხუთე დღეს მიაღწია კრიტიკულ ზღვარს.
მე მივიღე გადწყვეტილება, რომ გამეკეთებინა ეს მედიკამენტი მაშინ საქართველოში არ იყო და გამომიგზავნეს უცხოეთიდანმ, დავიწყე კეთება. მე არ ვიცი ეს იყო დამთხვევა, თუ მედიკამენტის ეფექტი — მეორე დღიდან ტემპერატურამ დაიწია, ინტოქსიკაცია შემცირდა, რაც მთავარია იმუნიტეტმა დაიწყო გაუმჯობესება და ერთ კვირაში მიაღწია კოვიდამდელ შედეგს", - განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






