რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ნაწილია.
„საერთაშორისო იურიდიული თვალსაზრისით, მეც ამაზე ვლაპარაკობდი, რომ მთელი ეს ტერიტორია წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს. სომხეთმა თვითონვე არ სცნო მთიანი ამ მხარის დამოუკიდებლობა. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც აზერბაიჯანია“ - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის ფარგლებშიც ასეთი იყო რუსეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით- „სწორედ ამგვარად იყო ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული მინსკის ჯგუფის ფორმატშიც, რომელთა თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, ამერიკა და საფრანგეთი. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვფიქრობდით ერთსა და იმავეს, რომ უნდა დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთის 7 რაიონი რაიონი მთიანი ყარაბაღის გარშემო“ - აღნიშნა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






