დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილის, თამარ გაბუნიას განცახდებით, ინფიცირების შემთხვევების მატებიდან 2-3 კვირაში, სიკვდილიანობა იზრდება.
გაბუნიამ განმარტა, რომ მთავრობამ შესაძლოა, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღოს, თუკი ვირუსის გავრცელების კლების ტენდენცია დაფიქსირდება.
"კორონავირუსის ეპიდემიის ბუნებაა ის, რომ როდესაც შემთხვევები იმატებს, 2-3 კვირის შემდეგ ამას სიკვდილიანობის მატება მოჰყვება ხოლმე. როდესაც საქმე გვაქვს დამძიმების შემთხვევებთან, ამის მართვა რთული ხდება ხოლმე. სწორედ ახლა დადგა ის დღეები, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმატებს.
გარკვეული კლების ტენდენცია უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ მთავრობამ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღოს. ამას უნდა დავაკვირდეთ. გარკვეული შემსუბუქება მოსალოდნელია და იქნება, მაგრამ რა ფარგლებში და როგორი სახით, ამაზე დამატებითი კონსულტაციები გვექნება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






