REDMED-ი შენს ყოველდღიურობას დაემატა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი გახდა. REDMED-ით შეგიძლია:
● მოძებნო ექიმი
● მიიღო დისტანციური კონსულტაცია ან ექიმი სახლში გამოიძახო
● აპლიკაციაშივე მიიღო დანიშნულება
● და ახლა უკვე შეგიძლია აფთიაქი სახლში გამოიძახო
REDMED-ის პარტნიორი PSP აფთიაქია, მისი სრული ასორტიმენტით. 15 000-მდე დასახელების მედიკამენტი, ჰიგიენა, შენი, თუ ბავშვის მოვლის საშუალებები და სხვა, შეგიძლია მარტივად, ჩვენი პლატფორმის საშუალებით სახლში მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ PSP აფთიაქის ყველა მიმდინარე შეთავაზება და ფასდაკლება REDMED-ის ონლაინ აფთიაქშიც აისახება.
როგორ გამოიძახო აფთიაქი სახლში?
● გახსენი აპლიკაცია და გადადი აფთიაქში
● მიუთითე შენი მდებარეობა
● დააკლიკე ძიებას და ჩაწერე შენთვის სასურველი სააფთიაქო პროდუქტი
● დაამატე პროდუქტი კალათაში და გააკეთე შეკვეთა
კურიერი შენს შეკვეთას უახლოესი აფთიაქიდან, მითითებულ მისამართზე მოგიტანს.
გაითვალისწინე, პირველ ეტაპზე აფთიაქის გამოძახება მხოლოდ თბილისში შეგიძლია. ეტაპობრივად კი სხვა ქალაქებიც დაემატება.
მასალის გამოყენების პირობები