მოცეკვავე თეა დარჩია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საახალწლოდ გახსნილ მაღაზიებში არ ივაჭრონ და დარჩნენ სახლში. ამის შესახებ მოცეკვავე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუს.
თეას სურს, თანადგომა გამოვუცხადოთ შეჭირვებულ მოქალაქეებს. მისი თქმით, ამ სიკეთესთან ერთად, “შავი პარასკევის” გამოცდილებას ავიცილებთ , რომელიც ამ მძიმე პანდემიის დროს, ცუდად შემოგვიბრუნდება…
“ჩემო კეთილგონიერო ქართველებო, გთხოვთ, წელს ნუ “ვიშოფინგებთ” საახალწლოდ, ნუ ჩავყრით წყალში ყველაფერს, ექიმების თავგანწირულ შრომას და ძალიან ბევრი ადამიანის გაკოტრებას!!! გამოვუცხადოთ თანაგრძნობა დაღუპული ადამიანების ოჯახებს და მშიერ და გაყინულ ხალხს!!! გემუდარებით, ნუ გამოვიჩენთ ეგოიზმსა და გულგრილობას! თუ მაინცა და მაინც ვერ ვუძლებთ ცდუნებებს, ონლაინ “ვიშოფინგოთ” და მხოლოდ ქართული შევიძინოთ და ამით, ჩვენ თითონვე დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით” – წერს მოცეკვავე “ფეისბუქზე”
მასალის გამოყენების პირობები