საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 15 Dec, 2020     1581
15 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად, მობილბანკში თანხის გაყოფისა და მოთხოვნის ინოვაციური ფუნქციონალი დაამატა.

თანხის მოთხოვნის ფუნქცია მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად შეაგროვოს ან თუნდაც ისესხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ბანკის მომხმარებლებისგან. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა მეგობრების მიერ დაბადების დღის საჩუქრისთვის ფულის შეგროვება. რაც შეეხება თანხის გაყოფის ფუნქციონალს, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც გვიწევს სხვების ნაცვლად ფულის გადახდა. მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციონალი სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. მისი დახმარებით მომხმარებელი სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადახდილი თანხის მეგობრებთან გადანაწილებას და მოთხოვნას.

აღნიშნული ფუნქციონალების დახმარებით, თანხის მიღებაც ისეთივე მარტივია ანგარიშზე, როგორც მისი მოთხოვნის გაგზავნა.

მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის საქართველოს ბანკი მუდმივად ახდენს მობილბანკში გადახდა/გადარიცხვის პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ერთერთი მაგალითია კონტაქტების სია, სადაც თავმოყრილია ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისთანაც თანხა გადაგირიცხავთ ან ვისგანაც თანხა მიგიღიათ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კონტაქტების სიის გამოყენებით თქვენ აღარ მოგიწევთ შაბლონების დამატება და შესაბამისად, თანხის გადასარიცხად დაგჭირდებათ მიუთითოთ მხოლოდ გადასარიცხი თანხის ოდენობა. მობილბაბკიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით.

„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ თანხის მოთხოვნის და გაყოფის ახალი ფუნქციონალი, რომელიც მობილბანკის მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ინოვაციური ფუნქციონალის მეშვეობით, მომხმარებელი ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეძლებს ისეთი საჭირო ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა თანხის მოთხოვნა და გაყოფა. ამასთან, ახლა კიდევ უფრო მარტივი ხდება თანხის სასურველ ანგარიშზე მიღება. ახლახანს დამატებული კონტაქტების სია კი გადარიცხვებს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივს ხდის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი მიზანია, გამარტივებული პროცესებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42