"დღეს მოვდივარ, ასე მითხრა ჩემმა ბუთქუჩამ..." - რას წერს ლევან რატიანზე კორონავირუსს გადარჩენილი პაციენტი
COVID-19 - 19:45, 14 Dec, 2020     2439
ენათმეცნიერი მარინა ბერიძე, სოციალურ ქსელში კორონავირუსის დამარცხების სიძნელეებზე წერს და აღნიშნავს, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის.„მოვდივარ დღეს.ასე მითხრა ჩემმა ბუთქუჩამ გუშინ. იმედია, არ სწყინს, ეს სახელი რომ შევარქვი. მოვდივარ. ეს მათი გამარჯვებაა. ექიმების, პერსონალის საოცარი გუნდის. როცა ექთნები ექიმის პასუხისმგებლობას იღებენ ხანდახან, როცა რეანიმაციის ბლოკში შემოსული ექიმი სკაფანდრებში შეფუთულ ექთნებს და სანიტრებს ეხმარება და მათ პროტესტს პასუხობს, კარგით, რა აქ რა დროს ექიმ- ექთნის გარჩევააო… ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ბოლომდე გონებით. ჩემი სტატუსი_ კონტაქტური პაციენტი რეანიმაციაში, _იმედია, არ გახდება ჩემი მთელი ცხოვრების მოუშორებელი ტვირთი… ის, რომ ვიყავი კონტაქტური და ის, რომ, შემძლებია კონცენტრირება რამდენიმე პარალელური მიმართულებით, გახდა ჩემი გადარჩენის ხელშემწყობი..ექიმებმა გაიმარჯვეს. მე ჯერ ვერა.ვიცი, როგორ დაგღალეთ. როგორ გაგახარებთ ცნობა, რომ დღეს სახლში ვიქნები. აუცილებლად წავიკითხავ ყველა მოლოცვას.მიულოცეთ გამარჯვება გმირ ექიმებს, ვაჟკაც ექთნებს. ლევან რატიანს, ნუნუ ლაბაძეს… პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მიულოცეთ.ერთი თხოვნა მაქვს, ნუ დამიწერთ, რომ კორონა დავამარცხე, ბეჭებზე დავდე… ეს არის ჩემი თხოვნა. მე ბეჭებზე დაგდებული, თავზარდაცემული მოვდივარ თქვენკენ პასუხისმგებლობით: რატომ ვნახე ეს ყველაფერი, რა უნდა იცოდეთ თქვენ ამ ყველაფრიდან…მე ახლა ვიწყებ კორონასთან მთავარ გარჩევას. ალბათ ასეთი აქტიური აღარ ვიქნები.თქვენ ყველანი იყავით ჩემთან“, – წეს სოციალურ ქსელში მარინა ბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42