„სტრატეგია აღმაშებელის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე, დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მიმართავს.
მისი თქმით, სახელმწიფო უფასო სასადილოებში თითო ბენეფიციარზე 1 ლარსა და 30 თეთრს იმეტებს, ეს თანხა კი გამოსაკვებად საკმარისი არ არის.
„ელისო გაგიკეთეთ სია იმ მისამართებისა სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს ნახავთ!
იქ რომ მიხვალთ, თვალებიდან თმა გადაიწიეთ, რათა კარგად დაინახოთ რეალობა.
შუშის „ბანკების“ ხმასაც გაიგებთ მუქი ფერის ჩანთებიდან.
ხო ეგ ჭურჭელი და მაიონეზის პლასტმასის ყუთები დააქვთ ძირითადად უფასო სასადილოებში მიმავალ ადამიანებს საჭმლის ჩასასხმელად. სახელმწიფოს, თითო ბენეფიციარის გამოკვება 1 ლარი და 30 თეთრი უჯდება.
იმ მარკეტებში თქვენ რომ დადიხართ და რიგებს ხედავთ ამ ფასად იყიდით რამეს?
ალბათ, მხოლოდ პარკს რაშიც ნაყიდ პროდუქტს ალაგებთ. მაგ მარკეტებისგან განსხვავებით უფასო სასადილოების რიგებში ბევრ ბავშვს ნახავთ.
ეს ყველაფერი არ იცით და არც გაგიგონიათ?
არ მიკვირს, იმიტომ რომ თქვენ „პარლამენტში“ ხალხს კიარა ბიძინას წარმოადგენთ“,- წერს თეონა ჭალიძე.
მასალის გამოყენების პირობები