13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:36, 12 Dec, 2020     2042

ვერძი

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება და პარტნიორების მხარდაჭერას მოგიტანთ. ზედმეტი ეჭვიანობა მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. კარგი იქნება თუი ამ დღეს საქმიანი კონტაქტების დამყარებას დაიწყებთ, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული არ იქნება. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან კამათი გელით.

კურო

ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისა და მომავალზე ფიქრისთვის. თუ გსურთ ჩანაფიქრის განხორციელება მოასწროთ, დრო გონივრულად გაანაწილეთ. უკან თუ არ დაიხევთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. კარგი იქნება,თუ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნებთ.

ტყუპები

დროა, დაძაბული შრომის შედეგი მიიღოთ. მოსალოდნელია ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობასაც გადახედოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ეს დღე კამათით და უსიამოვნებებით დაიწყოს. გეჩვენებათ, რომ ცხოვრება აზრს კარგავს და არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ეცადეთ მოდუნდეთ საქმე არც ისე ცუდათაა, როგორც ფიქრობთ კარგი იქნება თუ სტუმრად წახვალთ და გამხიარულდებით. მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და ეს დღე სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, კომერციული ოპერაციებისთვის და ქონების დაგროვებისთვის. ეცადეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები ეფექტურად მოაგვაროთ. გამოცდილება და ახლობლების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

ქალწული

მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. შესაძლოა, ახალი მფარველი გამოგიჩნდეთ. კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ახლობელი ადსამიანების ერთგულებაში. კარგი იქნება თუ ქალაქგარეთ დასვენებას და ძალების მოკრეფას შეძლებთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. თუ ამ დღეს რაიმე თანამდებობის შეთავსება შემოგთავაზეს, არ დათანხმდეთ – აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. დილიდან გაუგებრობები და ფინანსური კრიზისი გელით. მოსალოდნელია დეპრესია და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთწელობის მდგომარეობას.

მორიელი

თქვენი სასიცოცხლო ძალები მცირდება. დაღლილობა და გაღიზიანება მატულობს. სიმშვიდეს და წონასწორობას მხოლოდ სახლში იპოვით. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო ამბავი გელით.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. ჩვეული პრობლემების განსხვავებული მეთოდებით მოგვარება და ერთგვარი ექსცენტრიულობა ახლობლების მსჯელობის თემა გახდება და განსხვავებულ შეფასებებს გამოიწვევს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ დაფიქრდეთ და მერე ილაპარაკოთ და არა პირიქით.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მირებისა და სულიერ პრობლემებზე კონცენტრირებისთვის. მოსალოდნელია სასიხარულო ინფორმაცია ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ვარსკვლავები გირჩევენ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისგან.

მერწყული

ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას განასახიერებს. ცვლილებებისკენ სწრაფვა ცხოვრების უამრავ სფეროში გამოვლინდება. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული.

თევზები

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია მაქსიმალურად მაღალია. სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სპორტი. კარგი იქნება, თუ გამაჯანსაღებელი ვარსჯიშების კურსს დაიწყებთ. ეცადეთ, მხედველობა არ გადატვირთოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42