აქ.ახლა განწყობისთვის - გლოვო და თიბისი სტარტაპების მხარდასაჭერად
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:04, 12 Dec, 2020     1925

გლოვოს და თიბისის ერთობლივი ინიციატივით, მალე, ქართული სტარტაპების პროდუქცია გლოვოს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. 15 დეკემბრიდან, აპლიკაციას ახალი, სტარტაპების კატეგორია დაემატება და მომხმარებელი მცირე მეწარმეების პროდუქციის შეძენას მარტივად, უფასო მიწოდების სერვისით შეძლებს.

ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისის პროგრამა „სტარტაპერი" უზრუნველყოფს სტარტაპერებისთვის როგორც საოპერაციო ხარჯების დაფარვას, ისე მათ მარკეტინგულ მხარდაჭერას და გაყიდვების სტიმულირებას. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები გლოვოს აპლიკაციაში საკუთარი პროდუქციის განთავსებას უფასოდ შეძლებენ.

გლოვოს და თიბისის ინიციატივის მიზანი ერთი მხრივ, არსებული გამოწვევის ფონზე, სტარტაპების მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, - მომხმარებლის ცხოვრების გამარტივება და მათთვის კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.

გლოვოს აპლიკაციაში სტარტაპ პროდუქტების განსათავსებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ამისთვის დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსონ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან შეიცვალა. ამ გამოწვევის ფონზე, ბიზნესების მხარდაჭერამ და მომხმარებელზე ზრუნვამ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გვიხარია, რომ თიბისის და გლოვოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ სადღესასწაულო განწყობის შექმნას და მომხმარებლის და სტარტაპების გვერდით დგომას. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა იქცევა საახალწლო ბაზრობის ონლაინ ალტერნატივად და მომხმარებლები საყვარელი ადამიანების გახარებას ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეძლებენ", - გიორგი ქერქაძე, გლოვო საქართველოს გენერალური მენეჯერი.

"ბიზნესების მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესებს მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა. გლოვოს და თიბისის ინიციატივა ერთი მხრივ, სტარტაპერებისთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზებასა და მარკეტინგულ მხარდაჭერას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად და კომფორტულად მიიღონ სასურველი პროდუქტი. ეს ინიციატივა, ვფიქრობ, არსებულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ნათია ვაჭარაძე, თიბისის მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელი.

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს ერთი თვის განმავლობაში, 15 იანვრამდე შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42