ქართველი ემიგრანტი ქალი იმ ოჯახთან ერთად დაიღუპა, ვისთანაც მუშაობდა - ავტოავარია, რომელმაც ბერძნული საზოგადოება შეძრა
შემთხვევა - 23:55, 11 Dec, 2020     2417

სა­ბერ­ძნეთ­ში 49 წლის ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ხა­თუ­ნა აზა­რი­აშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 9 დე­კემ­ბერს, კუნ­ძულ ან­ტი­პა­როს­ზე მოხ­და. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ბერ­ძე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი, მისი მე­უღ­ლე და ოჯა­ხის დამ­ხმა­რე ქალი ის­ხდნენ, წყალ­ში გა­და­ვარ­და. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ხათუნა აზარიაშვილი რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა მათ ოჯახში და ყველა საჭირო საქმეს უკეთებდა, ვინაიდან უკვე ხანში შესულები იყვნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ემიგ­რან­ტის და ნონა ბა­ქა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მიც­ვა­ლე­ბულს სამ­შობ­ლო­ში 13 დე­კემ­ბერს გად­მოს­ვე­ნე­ბენ.

"ბოლო 13 წელი სა­ბერ­ძნეთ­ში მუ­შა­ობ­და. აქ მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ოჯა­ხის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი დედა და მე­უღ­ლე იყო. მი­ლი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვნენ ისი­ნი, ვის­თა­ნაც მუ­შა­ობ­და", - გა­ნა­ცხა­და მან.

75 წლის ქალბატონი, ცნობილი ბიზნესმენია ათენიდან, მისი მეუღლე და ქართველი ემიგრანტი ანტიპაროსზე დროებით იმყოფებოდნენ, ისინი იქ წლის მხოლოდ ნახევარს ატარებდნენ. ტრაგედიის დღეს ყველა ერთად ათენში ბრუნდებოდნენ, რისთვისაც პორტში მიდიოდნენ და სწორედ ამ დროს მოხდა ტრაგედია.

თვითმხილველთა თქმით, მანქანამ დიდი სიჩქარე განავითარა და ამავე დროს, ჩანდა, რომ მძღოლმა არაფერი გააკეთა ვარდნის თავიდან ასაცილებლად, შედეგად, ჯერ ერთ-ერთ ნიშნულს შეეჯახა, შემდეგ კი წყალში გადავარდა.

დეტალები, თუ რამ გამოიწვია ტრაგედია, უცნობია. ასევე, არ ვრცელდება დაზუსტებით, თუ ვინ მართავდა ავტომობილს. პოლიციაში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა ან მანქანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც შეუძლებელი გახდა თავიდან აერიდებინა გადავარდნა.

სანაპირო დაცვის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გადახტნენ წყალში მათ დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო. მოხუცი ცოლ-ქმარიც და მათი ემიგრანტი დამხმარე ქალიც გარდაცვლილები ამოიყვანეს.

მიმდინარეობს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს მომხდარის ზუსტი მიზეზები.

წყარო: https://georgians.gr





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42