ყველაზე რთული ბრძოლა Covid-19-თან - 28 ოქტომბერს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის, ბაუს ექიმ-ტრავმატოლოგმა დარინა ცეცხლაძემ აღჭურვილობა ჩაიცვა, ნიღაბი მოირგო და კორონავირუსით ინფიცირებულ მამას, 56 წლის რომან ცეცხლაძეს შეჰყვა ბაუს კოვიდგანყოფილებაში. რომან ცეცხლაძეს კოვიდს თან დართული ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და ფილტვის მაქსიმალური, 24-ქულიანი დაზიანება.
დარინამ მამასთან კლინიკაში 42 დღე გაატარა. აქედან 25 დღე მას ხელით ეჭირა სუნთქვის აპარატი, რომ მამისთვის პერმეტულად მიეწოდებინა ჟანგბადი.
9 დეკემბერს, 42 დღის შემდეგ, დარინას მამა საავადმყოფოდან გაწერეს. რომან ცეცხლაძემ კოვიდი დაამარცხა.
დარინა ცეცხლაძე ექიმი და სპორტსმენია. იგი საქართველოს 11 გზის ჩემპიონია მკლავჭიდში, თუმცა ეს იყო ყველაზე რთული ბრძოლა მის ცხოვრებაში, დარინას "უხილავი მტერი“ უნდა დაემარცხებინა მამის გადასარჩენად.
მასალის გამოყენების პირობები






