“დადებითი განწყობა, იმედი, მართლაც ახდენს გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობაზე" - მარინა ენდელაძე
COVID-19 - 18:28, 11 Dec, 2020     1282
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმის მარინა ენდელაძის განცხადებით, დადებითი ემოციები კორონავირუსთან ბრძოლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია:

“დადებითი განწყობა, იმედი მართლაც ახდენს გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობაზე. ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ ბევრი ასეთი შემთხვევა ვნახეთ, უამრავი კონტაქტი გვქონია და დავაკვირდით, დადებითი ემოციები ვისაც აქვს, ვისაც არ ეშინია, იმედიანად ვინც არის, მათთან დაავადებაც უფრო კეთილსაიმედოდ მიდის. აუცილებლად უნდა გქონდეთ დადებითი განწყობა, მით უმეტეს, ვიცით, რომ ძალიან დიდ პროცენტში ეს დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და შეიძლება, ასეთმა პაციენტებმა ბინაზე გადაიტანონ.

ამიტომ, არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული შიში და ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ თანმხლებ დაავადებებზე და ამ დაავადებებს მართლაც აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავდა, ვისთაც ვშიშობდით, რომ დაავადება დამძიმდებოდა, მაგრამ არ დამძიმდნენ, მათ შორის, ძალიან სერიოზული თანმხლები დაავადების მქონენიც.

მართლაც უცნაური დაავადებაა და პროგნოზების გაკეთება რთულია, ვისთან წავა მძიმედ და ვისთან – მსუბუქად, მაგრამ როცა ადამიანს აქვს იმედი, აქვს დადებითი განწყობა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის, მართლაც ასე ხდება ხოლმე“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42